ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ამ ამბის პუტინთან მიმტანი ადმირალი უშაკოვი, აბაზანაში დამხრჩვალი იპოვნეს

    ამ ამბის პუტინთან მიმტანი კონტრ ადმირალი უშაკოვი, საკუთარ აბაზანაში იპოვნეს დამხრჩვალი, ქვემოსკოვის სოფელ გორეევკაში. მოკვლევის ჯგუფს სარეცხის მანქანაზე წერილი დახვდა - ამხანაგო მთავარსარდალო - თქვენ არ მათქმევინეთ, ჩვენი ზღვის მეფე, სრულიად მსოფლიო წყალთა ლიდერი ფრეგატი, 400 ქვემეხით, ექვსასი ტორპედოთი და ერთი სადესანტო კავალერიის ნაწილით, ისე ამაყად მიაპობდა (რატომღაც აბობოქრებულ ზღვას), თითქოს თავად გრიგოროვიჩი იდგა შტურვალთანო. სირიამდე ვაჟკაცურად მიდიოდა, ბოსფორი ბრწყინვალედ გაიარა მაგრამ... აშკარად უცხო პლანეტელების ან რაღაც კიდევ უფრო სხვა (უხილავი) ძალები გვებრძოდნენ აშკარად. ამერიკული ხომალდების დანახვისას გემის ძრავს ინფარქტი მიუღია. ასე ამბობენ საღღვაოს ბიჭები და მეც ვეთანხმები. ნახვამდის. ხელმოწერის ადგილი წერილი დანამული ჩანდა. აბაზანის შხეფებიც შეიძლება ყოფილიყო, კაცმა არ აიცის.
    მამუკა ხერხეულიძე


    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი