ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ქართველი გოგონა ცისნამი საყვარლიშვილი აშშ-ში The Rachael Ray Show-ზე მოხვდა



    ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, The Rachael Ray Show-ზე მოხვდა, სადაც ქართული კერძის მომზადების სურვილი გამოთქვა. “ვთვლი, რომ ვისაც როგორ შეუძლია, ისე უნდა ასახელოს თავის ქვეყანა. ერთი წლის წვალების შემდეგ, The Rachael Ray Show-ზე მოვხვდი. ორი მოსაწვევი მქონდა და ნუკი კოშკელიშვილი დავპატიჟე. ყველაფერი სუპერ გრანდიოზული გამოვიდა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ თითქმის ერთი საათი, “ჟღმურტლიან” ამინდში, წვიმაში და სიცივეში გარეთ ვიცდიდით. შევედით და ხელი მოგვაწერინეს ფურცელზე, სადაც ეწერა არ შეგვეძლო ტელეფონის გამოყენება, ან ფოტოს გადაღება. გული მომიკვდა, რადგან სტუდიაში მინდოდა ფოტო, მაგრამ ჯარიმას ხომ არ ავიკიდებდი. ბოლოს მაინც იმდენი ვიაქტიურე, რომ რეიჩელს კითხვა დავუსვი შოუში.
    მხოლოდ სამ ადამიანს შეეძლო და იმ სამიდან ერთი იღბლიანი მე ვიყავი. წარმოუდგენელი იყო, რომ ვერ შევემჩნიეთ, ყველაზე ლამაზები მე და ნუკი ვიყავით. “მე ცისნამი ვარ საქართველოდან და იცნობთ თუ არა ქართულ სამზარეულოს? გულით მინდა თქვენს შოუში ქართული კერძის მომზადება და გთხოვთ მომეცით ეს შესაძლებლობა!” – ვუთხარი რეიჩელს, მან კი ასე მიპასუხა: “ვიცი, რომ ქართული სამზარეულო ფეხს იკიდებს ნიუ-იორში, ჩემი პროდიუსერი დაიტოვებს თქვენს კოორდინატებს და აუცილებლად დაგიკავშირდებათ. წარმატებები!”.
    უმაგრესი წუთები იყო, მე, ცისნამი ვარ საქრთველოდან, მადლობა უფალს ამ შანსისთვის, რომ ABC7NY-ს ყველაზე პოპულარულ შოუში ჩემი პირველი დებიუტი შედგა. დანარჩენი კი წინ არის და ყველაფერი მაგრად იქნება”,- ამბობს ცისნამი. “მეგობრებო, თავად The Rachael Ray Show-ს შოუს ფეისბუქგვერდზე გააზიარეს ჩემი ვიდეო. ამერიკელები მიწერენ ძალიან ლამაზ კომენტარებს. გთხოვთ, ყველანი შედით და ამ ვიდეოზე დატოვეთ კომენტარი. ჩემი წარმატება, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. ასმაგად დაგიბრუნებთ ღმერთი. გულით მინდა, რომ 19 ნაოჭიანი ქართული ხინკალი შევახვიო მის შოუში”,- გვითხრა ცისნამიმ.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი