ინტერნეტში ზამბიის თავზე წარმოქმნილი ადამიანის ფორმის ღრუბლის კადრები გავრცელდა.
უნიკალური მოვლენა ზამბიის ქალაქ კიტვეში დააფიქსირეს.
რამდენიმე მეტრი სიგრძის ადამიანის ფორმის ღრუბელი ინტერნეტს მომხმარებლებმა "ჰარი პოტერის" "დემენტორს" შეადარეს.
კადრები მსოფლიო მედიის წამყვანმა ჟურნალ-გაზეთებმაც გაავრცელეს.
ადამიანის ფორმის ღრუბლის მოძრაობისთვის თვალის დევნება ნახევარი საათის განმავლობაში იყო შესაძლებელი.