პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი 60 კვადრატულ მეტრ ფართზე იყო გავრცელებული.
სააგენტოში "პირველთან" საუბარში განაცხადეს, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სამუშაოებს 5 სახანძრო ერთეული ასრულებდა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.