ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ოქრუაშვილის სარჩელი ხალვაშის წინააღმდეგ-თავდაცვის ყოფილი მინისტრი "პანორამას" დაყადაღებას ითხოვს




    საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.

    გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიში, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოში სარჩელი 4 თვის წინ შეიტანა. ადვოკატის ინფორმაციით, ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის კუთვნილ ქონებაზე (ქალაქი თბილისი , აბაშელის ქ. #19 დაზუსტებული ფართობი: 700.00 კვ. მ.) ყადაღის დადება მოითხოვა. ოქრუაშვილი, აბაშელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის გარდა, ყადაღის დადებას შპს „პანორამაზეც“ ითხოვდა, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, რომ 14 ნოემბერს, საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა:

    „წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი _ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს აქტი, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად,“ _ აღნიშნულია საჯარო რეესტრის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებაში.

    ამავე გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის 3 დღე მისცეს, თუმცა, როგორც ირკვევა, დოკუმენტების წარმოდგენა ვერ მოხერხდა და შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოებაც შეწყდა.

    ადვოკატის ინფორმაციით, რეესტრმა ოქრუაშვილს პანორამასთან დაკავშრებით წარდგენილი განცხადება დაუკმაყოფილებია. მიზეზი ანალოგიურია _ „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის“ არ არსებობა.

    "ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, ველოდებოდით ყადაღის დადებას და შესაბამისად, საჯარო რეესტრს ვთხოვეთ შეეჩერებინა რაიმე ქმედების გახორციელება “პანორამას” წილთან დაკავშირებით. ვინაიდან და რადგანაც სასამართლომ არ მოახდინა უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება, ანუ ყადაღის დადება ამ წილზე, ვერ წარვუდგინეთ საჯარო რეესტრს ყადაღის დოკუმენტი და წარმოებაც შეწყდა,"-განაცხადა ზედელაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

    მისივე ინფორმაციით, რეესტრში შეტანილი განცხადების საფუძველი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელია, რომლითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვალის დაბრუნებას ითხოვს:

    "ქიბარ ხალვაშს გააჩნია ირაკლი ოქრუაშვილის სასეხო დავალიანება და ამაზე გაფორმებულია შეთანხმება, რაც ერთვის სარჩელს და რაც ადასტურებს ვალის არსებობს. ხალვაშმა ეს თანხა არ გადაიხადა და ამიტომ გახდა ირაკლი ოქრუაშვილი იძულებული სასამართლოში შეეტანა სარჩელი თანხის დაკისრების მოთხოვნით. ასევე, მოვითხოვეთ სარჩელის უზრუნველყოფა, რომ შემდეგ თანხის ამოღების შესაძლებლობა ყოფილიყო.

    ირაკლიმ მოითხოვა როგორც ყადაღის დადება და გასხვისების აკრძალვა, როგორც უძრავ ქონებაზე, ასევე , ქიბარ ხალვაშის 100%-იან წილზე „პანორამაში“, _ გვითხრა ზედელაშვილმა, რომლის ინფორმაციით სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა. ირაკლიმ სარჩელი 4 თვის წინ შეიტანა სასამართლოში.

    ყადაღის დადება მოვითხოვეთ იმ ქონებაზე რაც მოვიძიეთ და რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა,"-აცხადებს ზედელაშვილი. მისივე ინფომრაციით, ირაკლი ოქრუაშვილი დავის გაგრძელებას აპირებს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი