ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ჭოველიძის 52 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ორდერის გარეშე ჩაატარეს-კადრები შემთხვევის ადგილიდან(ვიდეო)


    ჭოველიძის 52 ნომერში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა გამომძიებლებმა ორდერის წარდგენის გარეშე ჩაატარეს. რგორც გამომძიებლებმა ბინის მესაკუთრეს ადგილზე განუმარტეს, ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ორდერის გარეშე დაიწყო, დადგენილება კი ჩხრეკის ჩატარების შესახებ ადგილზე შედგებოდა. გამომძიებლებს არ გაუნმარტავთ, თუ რატომ იყო ეს საქმე გადაუდებელი. მათი თქმით, მამაკაცი, რომლიც ბინის მეპატრონის ძმაა დაკავებულია და არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის სახლში უკანონო ნივთს ან ნივთიერებას ინახავდეს.

    ადგილზე სპეციალური ოქმი შედგა, 34 წლის მამაკაცი კი პოლიციაშია გადაყვანილი და მას სავარაუდოდ ამ წუთებში კითხავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ნარკოტესტირებაზე უარს აცხადებს.

    როგორც "პირველ რადიოს" შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, დააკავებულია მოქალაქე, რომელსაც ჩხრეკისას აღმოაჩნდა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება და გაიჩხრიკა მისი ბინა, სადაც ასევე ამოიღეს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი