ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ძიძა, რომელიც ბავშვზე ძალადობს, მშობლებმა ფარულად გადაიღეს (ფოტო, ვიდეო)



    „დეილიმეილი“ ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც ასახულია ფაქტი თუ როგორ ძალადობს ძიძა მციირეწლოვან ბავშვზე.
    ბატონი ზანგი და ქალბატონი ჩენი ჩინეთში, ფუჯიანის პროვინციის ჩრდილო აღმოსავლეთით, ფუზოუში ცხოვრობენ, მათ მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავთ.
    მშობლებმა შვილისთვის ძიძა დაიქირავეს ერთ-ერთი სააგენტოს დახმარებით, ძიძა მათ ბიზნეს-შეხვედრაზე სხვა ქალაქში წასვლის წინ დასჭირდათ.
    წყვილმა სახლში სათვალთვალო ვიდეოკამერები დაამონტაჟეს, რისი საშუალებითაც 24 საათი განმავლობაში დისტანციურად, სმარტფონის საშუალებით, შეეძლოთ თვალყური ედევნებინათ სახლში მიმდინარე მოვლენებისთვის.
    შეხვედრაზე წასულმა მამამ აღმოაჩინა, რომ მისი შვილის ძიძა ბავშვზე ფიზიკურად ძალადობა, კონკრეტულად კი მას ძალით აჭმევდა საჭმელს და რამდენიმეჯერ დაარტყა კიდეც, ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ აჭმევს ძიძა მცირეწლოვანს საჭმელს, შემდეგ კი ცხვირზე ხელს უჭერს დასარწმუნებლად, რომ მან ლუკმა გადაყლაპა, ბავშვი კი ტირის.
    მშობლები შინ მომენტალურად გამოემგზავრნენ და ძიძას ჩანაწერი აჩვენეს, მანამდე კი სამართალდამცავ უწყებას მიმართეს და საჩივარი შეიტანეს. ძიძამ კი მშბლებს განუცხადა, რომ იგი ცუდ ხასიათზე იყო და ამან განაპირობა ბავშვზე სასტიკი მოპყრობა. მის ზოუ ძიძა გახლავთ, მან მშობლების მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვის შემდეგ სახლი დატოვა. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

     
     
     
    00:00
     
    00:00
     
     
     
     
     
     
     


    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი