ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია რომ "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტები ტოვებენ!

    „ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რაც ტელეკომპანიაზე და იქ მომუშავე ადამიანებზე ზეგავლენას ახდენს“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას „რეზონანსთან“ ინტერვიუში.
    „ვფიქრობ, უკვე გამოჩნდა, რომ ეს ტელევიზია მთლად ყარამანიშვილების ფულით შეძენილი არ არის, თუმცა ისინი ფორმალური მფლობელები არიან. წარმოუდგენელია და ლოგიკას მოკლებულია, როდესაც რამდენიმე ათეულ მილიონად, თუ მეტად არა, შეფასებული ტელევიზიის საკონტროლო წილი სრულიად უსასყიდლოდ ტელევიზიის თანამშრომლებს გადასცე. ეს არც ბიზნესის ჩარჩოებში ჯდება და ნაკლებად ჰგავს ალტრუისტულ აქტს მფლობელების მხრიდან. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბევრი ჯერ კიდევ უცნობი საკითხი გასარკვევია, რათა რეალობასთან მიახლოებული ანალიზი გაკეთდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე.
    რატომღაც არ მჯერა, რომ თითქოს ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის გავლენისგან თავის გათავისუფლებას ცდილობდეს, როგორც ინფორმაცია ვრცელდება. თუ ეს მართლა ასე არის, მაშინ ის ვის სასარგებლოდ ცდილობს მისგან გათავისუფლებას? “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოყოფილი მეორე ჯგუფისთვის ხომ არა?! ჯერჯერობით მხოლოდ ამის ვარაუდი შემიძლია იმ მწირი ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ამ ეტაპზე საჯარო სივრცეში გამოდის. არ არის გამორიცხული, რომ “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტების ნაწილმა ტელეკომპანია დატოვოს. ტელევიზიის კოლექტივი არაერთგვაროვანია, იქაც არიან სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანები. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის არსებულ სიტუაციაში და პირობებში მუშაობა საკმაოდ კომფორტულია, ვიღაცისთვის კი მთლად კომფორტული არა.
    ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რაც ტელეკომპანიაზე და იქ მომუშავე ადამიანებზე ზეგავლენას ახდენს. არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე პროცესებს გარკვეული შიდა კონფლიქტები მოჰყვეს. გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტრასბურგის სასამართლოს “რუსთვი 2″-თან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ გამოუტანია, ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, სასამართლო ტელეკომპანიას საბოლოოდ ვის მიაკუთვნებს.
    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არავის არ გაუუქმებია. ის უბრალოდ შეჩერებულია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გვარამიას ქმედებას, ვფიქრობ, დიდწილად ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენები მაინც კოლექტივის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული“,-
     განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი