ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    უმორჩილესად ვთხოვთ უწმინდესს, მიტროპოლიტი პეტრე ტელევიზიის დირექტორად დატოვოს -“ერთსულოვნების” თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

    ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნების” დირექტორობის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ტელევიზიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს.
    “მიუხედავად ჩვენი გულისტკივილისა ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას ამავე დროს გამოვთქვამთ უდიდეს მადლიერებას და პატივისცემას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც რვა წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას. ტელეკომპანია “ერთსულოვნება” დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს”,-აცხადებენ ტელევიზიის თანამშრომლები და იმედს გამოთქვამენ, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია, მომავალში დაფასდება.
    “უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე”,-აღნიშნავენ ტელევიზიის თანამშრომლები.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი