ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    წალენჯიხური ლინჩი - მკვლელი ცოლი ქმრის ნათესავმა ქალებმა სახალხოდ აკაფეს ნაჯახით

    კვარაცხელიას თავისივე ბარით ჩამოათალეს ყბა, სასტიკად აწამეს, კიდურები დაუმტვრიეს და სიკვდილის პირას მყოფი ურიკით მიუყვანეს დედას...
    "ჩვენი მიზანია წესრიგის დაცვა და დამნაშავეთა დასჯა იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავები არ იქნებიან ან მათი მოქმედება არაეფექტიანი იქნება".
    გულმოდგინების კომიტეტის წევრი, კაპიტანი უილიამ ლინჩი

    ამბავი, რომელზეც უნდა გიამბოთ, 1998 წელს მოხდა, მაშინ საქართველოსთვის ლინჩის წესი უცხო აღარ იყო - მოსახლეობა, ქალაქსა თუ სოფლად დამნაშავეებს თავად სჯიდა; თუმცა, 1998 წლის 7 მარტს წალენჯიხაში მომხდარმა უსასტიკესმა მკვლელობამ ბევრის მნახველი კრიმინალური სამყაროც კი შეაძრწუნა. იმ დღეს გაგულისებულმა ბრბომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი ლინჩის წესით გაასამართლა.
    ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1998 წლის 4 მარტს წალენჯიხაში ხმა გავრცელდა, კიდევ ერთი საფლავი გაძარცვესო. მანამდე ხმები დადიოდა, საფლავებს მანიაკი­ ძარცვავსო, ამიტომ ჭირისუფლებმა, იმის შიშით, რომ ჩვენი მიცვალებულიც ხომ არ შეურაცხყვესო, ახალგაძარცული საფლავი გათხარეს.

    გარდაცვლილის დედამ აღმოაჩინა, რომ განსვენებულს ჯიბეში 100 დოლარი აღარ ედო (მეორე ვერსიით - მას, 100 დოლართან ერთად, იმ ქვეყნად წასაღები ნარკოტიკიც ამოაცალეს). იქვე ეგდო სამუშაო იარაღიც. ჭირისუფლებმა ეჭვი მიიტანეს ბარ-ნიჩბის პატრონზე - 40 წლის სერგო კვარაცხელიაზე, რომელიც საფლავების მოპირკეთებით ირჩენდა თავს. კვარაცხელია რაიონული მასშტაბის "კაიბიჭობამ" მანქანაში ჩასვა და საქმის გასარჩევად წაიყვანა.­ იმავდროულად, მის სახლში შეიჭრნენ და ე.წ. ჩხრეკა მოაწყვეს. ფიქრობდნენ, მის დამნაშავეობას დაამტკიცებდნენ, თუ შინ ტალა­ხში ამოსვრილ შარვალს უპოვიდნენ. მართლაც ნახეს (მოგვიანებით, გამგებლის მოად­გილე ამტკიცებდა, - სერგო იმ დღეს დედაჩემის საფლავზე მუშაობისას წაიქცა და შარვალი დაესვარაო). რადგან სამხილი სახეზე იყო(?!), მისი გასამართლება გადაწყვიტეს. ამასობაში სერგო კვარა­ცხელია ნაცემ-ნაბეგვი დაბრუნდა შინ. მეორე დღეს მისი მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის უფროსმა­ კვარაცხელიას პალატაში რამდენიმე პოლიციელი დააყენა...

    7 მარტს საავადმყოფოს მართლაც დაესხა თავს გაგუ­ლისებული ბრბო. სერგო საავადმყოფოდან გაიტაცეს და სასაფ­ლაოზე აიყვანეს.

    პოლიციის უფროსმა ზუგდიდიდან სპეცდანიშნულების რაზმიც კი გამოიძახა.
    მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაოზე უამრავი ადამიანი იყო, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, კვარაცხელიას გადარჩენა­ ვერავინ შეძლო. მას თავისივე ბარით ჩამოათალეს ყბა, შემდეგ კიდურები­ დაუმტვრიეს, სასტიკად აწამეს და სიკვდილის პირას მყოფი რკინის ურიკით მიუყვანეს დედას შინ... დასჯილი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. კაცი ისე იყო ნაწამები, ექიმები მის დათვალიერებას ვერც ბედავდნენ: ჩამოთლი­ლი ყბა, დასერილ-დაჩხვლეტილი და ალაგ-ალაგ დამწვარი სხეული, თვალი - ამოვა­რდ­ნილი, ყური ათლილი, კიდურები - დამტვრეული... რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც კი თავზარდაცემული საზოგადოება­ გონს მოეგო, გაჩნდა კითხვა, - რატომ ვერ შეძლეს შეიარაღებულმა პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა ბრბოს დაშლა.

    კვარაცხელიას მკვლელობის გამო სამართალდამცავებმა გარდაცვლილის (ვისი საფლავიც გაიძარცვა) დედა და ძმა ციხეში კარგა ხნით გამოკეტეს.

    წალენჯიხური ლინჩი პოლიციის უუნარობის პირველი ფაქტი არ ყოფილა. იყო შემთხვევები, როცა პოლიცია­ დაკავებულს თავად გადასცემდა შურისმაძი­ებლებს.
    1996 წლის ივლისში კასპის რაიონის­ სოფელ დოესში ლინჩის წესით გაასამართლეს ადამიანი, რომლის უდანაშაულობა მოგვიანებით სასამართლომ დაამ­ტ­კიცა. ბრბოს სამიზნე ამჯერად აფხაზეთის ომის  მონაწილე­ ბეგლარ ბეგლარიშვილი გახდა.

    სერგო ბეგლარიშვილი, ბეგლარის ძმა: "ჩემი ძმა ომის დამთავრების შემდეგ­ სოფელში დაბრუნდა, საქმიანობდა და ინახავდა ცოლ-შვილს. 30 ივნისს ბეგლარი პოლიციამ დააკავა - 15 წლის გოგონას გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს. მეორე დღეს სოფელი პოლიციაში შეიჭრა და ჩემი ძმის გადაცემა მოითხოვა. დედაჩემი კასპში წავიდა და პოლიციას უთხრა, - ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი არ არის და სანამ რამე გაირკვევა, გადამალეთო. იმათაც, - აქ არ გვყავს, თბილისში გადავიყვანეთო (მერე აღმოჩნდა, რომ მოგვატყუეს). მერე მე სახლი გადამიწვეს. ბეგლარის სახლი ვერ დაწვეს, რადგან მეზობლის სახლი დგას ახლოს და მასაც ცეცხლი მოედებოდა. ამიტომ სოფელმა ჩემი ძმის სახლიდან გამოიტანა, თუ რამ გააჩნდა და დაწვა. სოფელი ისევ მიადგა კასპის პოლიციას - მოძალადე გადმოგვეცითო. ბეგლარი სოფელს პოლიციის უფროსის მოადგილემ გადასცა... ცოცხა­ლი კაცი ბოძს მიახრახნეს და დაწვეს...

    დედაჩემი რკინის ქალამნით დადიოდა და სამართალს დაეძებდა. უზენაესმა სასამართლომ ჩემი ძმა უდანაშაულოდ ცნო, ის გოგონა, რომელიც ვითომ გააუპატიურა,­ ახლა ჩემი ნათესავის ცოლია. დაიჭირეს კიდეც­ ჩემი ძმის გამო ვიღაცები. რამდენიმე­ პირს ჩემი სახლის აღდგენაც დაავალეს. თუმცა, დღემდე არაფერი გაუკეთებიათ"...“
    ლინჩის წესით გასამართლებაში მეტწილად მამაკაცები მონაწილეობენ, თუმცა, საქართველოს "ქალური ლინჩიც" ახსოვს და ეს 1992 წელს მოხდა.

    მომხდარზე რამდენიმე ვერსია არსებობს, ამიტომ ჩვენ ყველაზე გავრცელებულს დავეყრდნობით.  გარდაბანში ერთი შეძლებული და უწყინარი ოჯახი ცხოვრობდა. ოჯახის უფროსს მეორე ცოლთან პატარა ბიჭი ჰყავდა, პირველთან - გოგონები, რომლებსაც ძმასა და დედინაცვალთან კარგი ურთიერთ­ობა ჰქონდათ. არავინ იცის, რატომ, მაგრამ ერთ დღეს დიასახლისმა ქმარი მოკლა და გოგონების დახმარებით ეზოში, საპირფარ­ეშოში ჩამარხა. ოჯახის უფროსი საქმიანი­ კაცი იყო და მის გაუჩინარებას­ კარგა­ ხანს არავინ დაუეჭვებია... საბოლოოდ, პირველმა ცოლმა თავისი შვილებისგან შეიტყო, რომ მისი ყოფილი ქმარი საპირფარეშოში დამარხეს და ეს მოკლულის ნათესავებს­ შეატყობინა. შურისძიებამ არ დაახანა. მკვლელი ცოლი ქმრის ნათესავმა ქალებმა სახალხოდ აკაფეს ნაჯახით,  გოგონები­ კი ჯანდარის ტბაში ჩახოცეს. სასაკ­ლაოს მხოლოდ მცირეწლოვანი ვაჟი გადაურჩა...მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დროდადრო საზოგადოება ლინჩის წესით გასამართლებას მაინც ითხოვს. 2013 წლის მარტში მე-9 კლასელი­  მოზარდის ლინჩის წესით გასამართლებას­ ითხოვდა სოფელი ნარაზენი (ზუგდიდის რაიონი), რადგან გაირკვა, რომ მოზარდი მეორე და მესამეკლასელ ბიჭუნებს აუპატი­ურებდა. პატარები დიდ­ხანს უმალავდნენ­ მშობლებს, თუმცა, ეს ამბავი მაინც გახმაურდა და სოფლის რეაქციამაც არ დააყოვნა...

    2014 წლის 9 სექტემბერს სოფელ ქეშა­ლ­ოში ნათესავებმა ლინჩის წესით გასამართლება დაუპირეს ლომონა ალაზოვას - ქმარს გაშორებულ ქალს სხვა მამაკაცთან­ ურთიერთობას აბრალებდნენ. ჯერ სასტიკად სცემეს და შემდეგ ორჯერ ესროლეს.­ საბედნიეროდ, გადარჩა...

    თვითმკვლელობით დაამთავრა სიცო­ცხლე ხანუმ ჯეირანოვამ, რომელსაც  სოფე­ლმა ქმრის ღალატი დასწამა. ლამბალოში იგი ქუჩა-ქუჩა ფეხშიშველი ჩამოატარეს. სასტიკად ნაცემმა და სასოწარკვეთილმა ქალმა იცოდა, რომ საჯაროდ მოკლავდნენ, ამიტომაც თავად მოისწრაფა სიცოცხლე...

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი