„ძმებმა ყარამანებმა (იმავე მიშა სააკაშვილმა) თქვეს: ვინც გუშინ ბრიფინგზე გვარამიას გვერდში ედექით, მხოლოდ თქვენ, გვარამისტ-ბოკერისტებს კი არა - ვაბშე მთელ კოლექტივს მოგცემთ „რუსთავი 2"-ის 51 პროცენტის მფლობელი კომპანიის 51 პროცენტს და ჰა, მართეთ ტელევიზიაო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ე.ი. თანამშრომელთაგან ორთოდოქს მიშისტებსაც მისცემენ წილებს (ანუ მათ, ვინც გვარამას გუშინ არ ედგა). მაგ. ვანო ჯავახიშვილის სასტავს, ნანუკას და მისთ. შესაბამისად, გვარამა-ბოკერას სასტავს არ ექნება „რუსთავი 2"-ის 51 პროცენტის მფლობელი კომპანიის 51 პროცენტი და ექნება 49 ან 42. ანუ გვარამა-ბოკერა ვერ დაეპატრონება ტევეს. დარჩება მიშმაკაკ-თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც გვარამას სასტავს დაბლოკავს.
აი, ასე კარებიდან „გაგდებული" მიშა ფანჯრიდან შემოვა და საკაიფოდ გაარძელებს „რუსთავი 2"-ის მართვას.
რა გინდა... ფორმაშია.
P.S. ეს რომ მოხდება, გვარამას გაუშვებენ დირექტორობიდან", - წერს რამიშვილი.