მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუშუ ყოფილი სიძის მისამართით კომენტარს აკეთებს.
„ელენე ხშირად სვამს კითხვას, რატომ გაშორდნენ ერთმანეთს მისი მშობლები. მარიამი ამ თემასთან დაკავშირებით არც ერთ ჟურნალთან პასუხობს, ამიტომ გიორგის მხრიდან პრესასთან იმაზე საუბარი, თუ როგორი ბედნიერია სხვა ადამიანთან მაშინ, როცა სხვადასხვა ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, რომ ელენეს მოუცლელობის გამო ვერ ნახულობს, ჩემთვის ცოტა მიუღებელია. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს! უბრალოდ, ელენე 6 წლისაა და კითხვა იცის.
ჟურნალებს, სადაც ყდაზე მამამისია, არ ვყიდულობ, რომ ელენემ არ წაიკითხოს და არ განიცადოს, თუმცა მეზობლის ოჯახში წაუკითხავს და მე დამისვა შეკითხვა: „აბა, დედა და მამა ჩემ გამო გაშორდნენ?“ გიორგის მოვუწოდებ, რომ თუ ასე ხმამაღლა საუბრობს პირადზე, უმჯობესია, სიმართლე ილაპარაკოს, რაღაცების დასაფარად სიცრუის თქმა არ ღირს.
ელენეს მამის დიდი სიყვარულით ვზრდით და ასეც უნდა იყოს. ვცდილობ, მისი ფსიქიკა არ დაზიანდეს, მამას პატივი სცეს და უყვარდეს. შეიძლება, გიორგის ეს ყველაფერი დაუფიქრებლობის გამო მოუვიდა და კარგი იქნება, თუ პირადთან დაკავშირებულ ინტერვიუებს შეამცირებს, რაც მისი ოჯახისთვისაც, თუნდაც მშობლებისთვისაც მიუღებელია“ – ამბობს ჭოხონელიძე.