კიევის პოლიცია ეძებს ეჭვმიტანილს , რომელიც ბრალდებულია ადამიანის განზრახ მკვლელობაში.
3 მაისს ობოლონსკის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ სწრაფი კვების ობიექტის McDonald’s -ის მახლობლად გარდაცვლილი მამაკაცის სხეულია.
ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ გარდაცვლილმა მამაკაცმა შენიშვნა მისცა ერთ-ერთ მომხარებელს , რომ შენობაში სიგარეტს ნუ მოსწევდა და ასევე უწმაწურ სიტყვებს ნუ იხმარდა.შენიშვნის შემდეგ მას მომხმარებელმა სახეში დაარტყა, რის შემდეგაც მამაკაცი უგონოდ ასფალტზე დაეცა.
როგორც დადგინდა, 34 წლის კიეველი მაცხოვრებელი მამაკაცი, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შედგად გარდაიცვალა.
აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის საქმე ნაწილი პირველი სტატია 119, რაც გაუფრთხილებლობით მკვლელობას ითვალისწინებს. ხოლო დედაქალაქის პოლიცია მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, რომ თუ ვინმესთვის ნაცნობია ვიდეოზე ასახული დამნაშავის ფოტო უმალვე აცნობოს პოლიციას.