''გავიხსენოთ რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს? ექვსი წელი გავიდა, არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული! სულხან მოლაშვილზე 5 წლის მერე დადგა განაჩენი, ასევე 5 წლის მერე დადგა განაჩენი გირგვლიანის საქმეზე. ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მოლაშვილსაც, რომელიც სასტიკად აწამეს და უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ, გირგვლიანსაც, რომელიც წამებით მოკლეს, მათ ოჯახებს მიაკუთვნეს მატერიალური კომპენსაცია. მე ვსვამ კითხვას – ადამიანის სიცოცხლე, პატივი, ღირსება, მისი ჯანმრთელობა, წამებისგან დაცულობა 50 ათასი ევრო ღირს?! თანაც 5 წლის მერე! აქ შეტანაც ვერ მოასწრეს, რომ გადაწყვეტილება ერთ საათში იქნა გამოტანილი. დღეს ბევრს რომ ლაპარაკობენ, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ერთ დღეში როგორ განიხილა და როგორ მოასწრო ამდენი ტომის შესწავლაო, ახლა რატომ არავინ სვამს კითხვას, სტრასბურის სასამართლოს კოლეგიამ ერთ დღეში როგორ განიხილა 18 ტომი, ყველაფერი შეისწავლა და კომპეტენტური პასუხი დადო?! დღეს კი ცდილობენ ნაციონალები, იძახონ, რომ ეს რუსული სქემაა, სინამდვილეში კი ხდება უფრო ღრმა და ძალიან ცუდი პროცესი. როდის აქეთაა „რუსთავი-2“ თავისუფალი სიტყვის გარანტი ამ ქვეყანაში?! არ გვახსოვს, რა აქვთ ნაკეთები? არ გვახსოვს, პროგრამა ვრემიას რომ გვაჩვენებდნენ ყოველდღე კურიერში?", - აცხადებს ნანა დევდარიანი.
წყარო