გთავაზობთ შესაბამის კომპლექსს, რომელიც შედგება მხოლოდ 4 ვარჯიშისგან.
- ხტუნვა თამასას პოზაში: საწყისი მდგომარეობა თამასა. პრესი დაჭიმულია. იხტუნავეთ და თან რიგრიგობით, ფეხები გაშალათ – ფეხები ერთად.
- „ცისარტყელა“: დაწოლილ მდგომარეობაში აწიეთ გამართული ფეხები. მუცელი შეკუმშეთ. ფეხის წვერებით შემოხაზეთ ცისარტყელა 180 გრადუსით, იატაკს ნუ შეეხებით.
- „ალპინისტი“: დადექით ხელებზე. მუცელი შეკუმშულია. წელი არ ჩააგდოთ, ოდნავ მოამრგვალეთ. მუცლის კუნთები მუდმივად დაჭიმულია. შეასრულეთ ალპინისტის სვლა.
- „ლასტები“: დაწექით ზურგზე. ხელები ტანის გასწვრივ. ორთავე ფეხი ოდნავ აწიეთ, პრესი დაჭიმეთ და წელი შეზნიქეთ. შეასრულეთ მოკლე მოძრაობები როგორც ლასტებით ცურვის დროს.
ყველა ვარჯიში სრულდება 1 წუთი.