ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მამუკა არეშიძე: 11 მარტის ღამეს მომხდარი უბედურებით, უფრო დიდ უბედურებას გადავრჩით

    Image result for მამუკა არეშიძე
    „ვფიქრობ, რომ 11 მარტის ღამეს მომხდარი უბედურებით, ჩვენ უფრო დიდ უბედურებას გადავრჩით", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამ ყველაფრის უკან რუსეთის ინტერესები იდგეს.

    „ბათუმში განვითარებული მოვლენები შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს. პირველი ნაწილი, რასაკვირველია, საყოფაცხოვრებო კონფლიქტი იყო პატრულსა და მოქალაქეს შორის. მეორე ნაწილში უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ მოინდომა სიტუაციის გამოყენება, რაც საბოლოო ჯამში არ გამოუვიდა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს პოლიტიკური ძალა. აქაც ორი ვერსია არსებობს. პირველი - ვთვლი, რომ ეს არის მესამე ძალების მიერ ორგანიზებული ღონისძიება. როგორც ჩანს, სხვა დღეს, სხვა ამბისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ რადგან ასეთი საპროტესტო მუხტი გაჩნდა, გადაწყვიტეს, რომ გამოეყენებინათ. მეორე ვერსია არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ სიტუაციის გამოყენება მოინდომა და პრინციპში, დაიწყო კიდეც ამ ამბავში ჩართვა, მაგრამ ჩაფლავდა, არ გამოუვიდა. ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა, ღირდა თუ არა ქალაქის განადგურება და გადაწვა? ერთი მხრივ, როგორ შეიძლება ადამიანი ამ ვანდალურ შემთხვევას დაეთანხმოს?! ბათუმს ასეთი რამ 90-იანი წლების დასაწყისის მერე არ უნახავს. არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც ცინიკურად ჟღერს, მაგრამ შემიძლია ვთქვა. ვფიქრობ, რომ 11 მარტის ღამეს მომხდარი უბედურებით, ჩვენ უფრო დიდ უბედურებას გადავრჩით. ზუსტად იმიტომ, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ, სხვა ქვეყნის თუ ადგილობრივმა, მოინდომა ინიციატივის დროზე უფრო ადრე გამოჩენა, ვიდრე ჩანაფიქრში ჰქონდათ. გამიჭირდება იმის თქმა, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიიღეს ამ პროცესში მონაწილეობა, თუმცა, ხელწერა უფრო რუსეთის იყო, რასაც მაფიქრებინებს ის, რომ შავი ზღვის თემა ძალიან აქტუალურია. NATO-ს ინტერესებში შედის და საუბარი გახშირდა ფოთის პორტის სამხედრო-პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ NATO-ს მიერ. ფოთიდან ბათუმამდე დიდი მანძილი არ არის, ამიტომ არ გამოვრიცხავ, სადაც დაიწყო საპროტესტო აქცია, იქ მოინდომეს არეულობის მოწყობა და ტესტირება, როგორ მოიქცეოდა ხელისუფლება", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

    არეშიძემ სამართალდამცავების მუშაობა დადებითად შეაფასა და აქვე დასძინა, რომ ამ შემთხვევით „მავანმა თავისი სახე გამოაჩინა".

    „იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის, ვისაც ბათუმში განვითარებული მოვლენები სჭირდებოდა, სასურველი შედეგი არ დადგა, გამოდის, რომ სპეცსამსახურების მუშაობა შედგა. საზოგადოებას არ მოსწონს ის, რომ სპეცსამსახურებსა და პოლიციას ჰქონდათ გარკვეული პაუზა, რამაც ქალაქის დანგრევა გამოიწვია, მაგრამ მოდით, დავუშვათ, თავიდანვე რომ აღეკვეთა, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, ამ თემაზე ჩვენ არ ვილაპარაკებდით, რომ ვიღაცა სხვა ძალები იყვნენ ჩართულები. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო აქცია, რომელიც პოლიციამ აღკვეთა. შესაძლოა, კარგიც მოხდა, რომ მავანმა თავისი სახე გამოაჩინა. ხელისუფლებამ გაიარა დანის პირზე, მაგრამ დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი