ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნინო ჩხეიძე: „ვიფიქრე არ გამშორდეს-მეთქი“ – exclusive



    გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან ნინო ჩხეიძესთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.
    – ნინო, კიდევ ერთ შენს პოსტზე ვიხალისე, მეუღლე რომ მონიშნე ერთ-ერთი საიტის სტატიაზე და მიაწერე, საქორწინო კაბა უკვე მაქვს, მოვდივარო.
    – მე არ ვბრაზდები ასეთ რაღაცებზე. პიარისთვის მეც ვმუშაობ და ვიცი, ეს რას ნიშნავს. შარშან თეთრ კაბაში გადავიღე ფოტოები. საქორწინოდაც ძალიან ლამაზი თანამედროვე კაბაა. ერთ-ერთმა საიტმა აიღო ეს ფოტოები და დაასათაურა, ნინო ჩხეიძე მეორე ქორწილისთვის ემზადებაო. ძალიან ვიხალისეთ მეც და ჩემმა ქმარმაც ამ სტატიაზე. კიევშია ჩემი ქმარი. შემეშინდა, არ იფიქროს, რომ მართლა ვთხოვდები და სასწრაფოდ დავთაგე ამ სტატიაზე, მოვდივარ-მეთქი. ვიფიქრე, არ გამშორდეს-მეთქი. ამ გაჭირვებაში 600-კაციან ქორწილს ნუღარ გადავიხდით, ვიწრო წრეში აღვნიშნოთო, მიმიწერა კომენტარში. არ აღფრთოვანდა ამ ქორწილის იდეით, მგონი, ვიწრო წრეც არ უნდა.
    – მართლა ხომ არ გაგშორდა და შენ არ იცი?
    – უი არა, რას ამბობ (იცინის), ერთი კვირის წინ ვიყავით ერთად ისრაელში და ახალ წელსაც იქ შევხვდებით, კონცერტი მაქვს იქ. ამ თვეში სამჯერ ვნახე. 20-ში ოდესაში მივდივარ და იქაც მოდის გიორგი.
    – საქართველოში არ ჩამოდის?
    – არა.
    – რატომ, ინტერპოლი ეძებს?
    – არავინ არ ეძებს, საქმეები აქვს იქ და ვერ ჩამოდის. სხვადასხვა ქვეყნებში ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავედით (იცინის). კარგია, ეს მომწონს.
    – მარიკო როგორ ურთიერთობს მამასთან?
    – ინტერნეტით. ოჯახური ჯგუფი გვაქვს „ფეისბუკზე“ და იქ ვწერთ ხოლმე ერთმანეთს.
    – ნამდვილად იცი, რომ გიორგის ცოლი არ მოუყვანია კიევში?
    – არა, კაცო, გაჩერდი…
    – არა, უბრალოდ, ახლა მახსენდება, კიევში როგორი გოგონები დადიან…
    – მერე რა, ჩემნაირი სტარები ხომ არ არიან? სხვათა შორის, იმ დღეს ვერა ბრეჟნევას კონცერტზე იყო. დავურეკე, ახლა არ მაეჭვიანო-მეთქი. არა, ცხოვრებაში სულ არ ყოფილა ისეთი ეფექტური, შენ ბევრად ჯობიხარო, დამამშვიდა. თორემ ვერა ბრეჟნევაზე ნამდვილად ვიეჭვიანებდი.
    – ე.ი. მომღერლებისკენ იხრება მისი გემოვნება?
    – კი, ასეა. მეც, ალბათ, მაგიტომ მოვეწონე, სიმღერით მოვხიბლე.
    ნინო მჭედლიშვილი

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი