ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    100 ჩაჯდომა ლამაზი საჯდომისთვის | საჯდომის ვარჯიში





    საჯდომის ვარჯიში
    ჩაჯდომები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიში ბარძაყისა და დუნდულა კუნთებისთვის. ხოლო იმისათვის, რომ ვარჯიშები არ იყოს ერთფეროვანი და მოსაწყენი, ჩვენ გთავაზობთ მათი შესრულების 5 ვარიანტს.
    შესრულებისას:
    – ზურგი გამართული უნდა გქონდეთ, არ გაიზნიქოთ და მხრებში არ მოიხაროთ;
    – დაჭიმეთ პრესი (მუცლის კუნთებმა უნდა შექმნან ერდგვარი კორსეტი წელის გარშემო, რომელიც დააფიქსირებს ხერხემალს);
    – ქუსლები არ ცილდება იატაკს;
    – ისუნთქეთ სწორად.

    ვარჯიში:
    ყოველი ვარჯიში 20-ჯერ გაიმეორეთ
    1. კლასიკური ჩაჯდომები.
      ჩასუნთქვაზე ჩაჯექით, მენჯი გაიტანეთ უკან, მოხარეთ მუხლები სწორ კუთხემდე, ამოსუნთქვაზე დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში.
    2. პლიე.
      საწყისი მდგომარეობა – ფეხები მხრებზე ფართოდ, ფეხის წვერები ერთმანეთის საპირპისპირო მიმართულებით უნდა იყურებოდნენ.
    3. ჩაჯდომები.
      ფეხები ერთად დგომში, ქუსლები შეტყუპებულია, ხელები ტანის გასწვრივ, ჩაჯდომისას ხელები ჩასჭიდეთ და გაშალეთ წინ.
    4. ჩაჯდომები „რევერანსი“.
      ჩასუნთქვაზე ჩაჯექით, ერთი ფეხი გაიტანეთ უკან, მოხარეთ მუხლები სწორ კუთხემდე, წონა გადაიტანეთ წინა ფეხზე, მეორე ფეხის ქუსლი არ შეახოთ იატაკს, ამოსუნთქვაზე დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში.
    5. ჩაჯდომები ახტომით.
      ახტომის შემდეგ როგორც კი ფეხები შეეხება იატაკს ეგრევე ჩაჯექით, ჩასუნთქვაზე მოხარეთ მუხლები სწორ კუთხემდე, ამოსუნთქვაზე ახტით.წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი