ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „სტრასბურგის სასამართლოს არანაირი ბერკეტი არ აქვს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალოს“

    Image result for გოგა ხაინდრავამ

    კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერების საკითხს შეეხო. ხაინდრავას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი შეცვალოს.

    „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა. ეს პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მსოფლიოში მიმდინარე იმ პროცესების ნაწილია, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგიის სრული კრახი ჰქვია. ჩვენ ვდგავართ იმ ეტაპზე, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი არის ის, რაც მოხდა სტრასბურგში. სტრასბურგი არის ძალიან დამახასიათებელი იმ მოვლენებისთვის, რომელსაც ჩვენ მთელ მსოფლიოში თვალყურს ვადევნებთ. უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მთლიანად სიცრუესა და სიყალბეზე არის დაყრდნობილი. იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებას სტრასბურგი მხარს არ დაუჭერს, რადგან მაშინ პოლიტიკურ სიბრტყეში გადავა ეს ყველაფერი. სტრასბურგის სასამართლოს ავტორიტეტი იმაში მდგომარეობს, რომ ის დარჩეს სამართლებრივ ჭრილში და როგორც კი პოლიტიკურ სფეროში გადავა, დაკარგავს თავის ხიბლსა და მნიშვნელობას, რადგან ის საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით საინტერესო აღარ იქნება. მას არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის საქმეზე შეცვალოს, გამორიცხულია! ეს არ არის მათი კომპეტენცია. გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ ექვემდებარება გადახედვას. ეს იცის ყველამ, პირველ რიგში იმ ადამიანებმა, ვინც აჟიოტაჟი ატეხა", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი