მოსამზადებლად ძალზედ მარტივი, გემრიელად შეზავებული, წვნიანი და გემრიელი შემწვარი ქათამი გულითადი სადილისთვის მთელი ოჯახის გასამასპინძებლად.
რეცეპტის ინგრედიენტები:
- 2 ცალი ქათამი
- 1 ლიმონის წვენი
- 100 გრ. ზეითუნის ზეთი
- 4 დანაყილი კბილი ნიორი
- 1 ½ ჩაის კოვზი გამხმარი ქონდარი
- 3 ჩაის კოვზი გამხმარი როზმარინი
- 2 დაფნის ფოთოლი
- 1–2 ჩაის კოვზი წითელი წიწაკის ფანტელები
- მარილი
- პილპილი გემოვნებით
- გამდნარი უმარილო კარაქი
• მომზადების წესი •
1. გაჭერით ქათამი შუაზე და ამოიღეთ ნეკნები და ხერხემალი.
2. აურიეთ კარაქის გარდა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და გააჩერეთ ქათამი მიღებულ მარინადში 2–დან 6 საათამდე. შეწვამდე კი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
3. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 260°C-ზე.
4. ამოიღეთ ქათამი მარინადიდან და მეტ–ნაკლებად შეამშრალეთ.
5. დააწყვეთ ლანგარზე, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და აცხვეთ 20–25 წუთით, ცხობისას ერთი–ორჯერ წაუსვით კარაქი.