ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სკანდალი დადგმული იყო თუ არა “ცოდნა ფულია” – ლიკა ჩალაბაშვილის უცნობი დეტალები (Exclusive)

    ავტორი: თეონა აბესაძე
    19 წლის ლიკა ჩალაბაშვილი, რომელიც გადაცემა “ცოდნა ფულიდან” სრულიად საქართველომ გაიცნო და  ერთ დღეში გახდა პოპულარული.  საზოგადოების ნაწილს ეგონა, რომ გადაცემა დადგმული იყო, თუმცა როგორც ლიკამ “პრაიმტაიმს” განუცხადა, ის არც მსახიობია და მაშასადამე, გადაცემაც დადგმული არ ყოფილა. გთავაზობთ ინტერვიუს:
    ლიკა ჩალაბაშვილი: “ვარ 19 წლის სტუდენტი, ვსწავლობ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გერმანულ და ინგილისურ ენებს. სწავლასთან ერთად ვახერხებ მუშაობას, კერძოდ კი ბარამბოს პრომო გოგონა ვარ”.
    – რატომ გადაწყვიტეთ გადაცემაში მონაწილეობას მიღება?
    -ანკეტის შევსების დროს, რამე კონკრეტული მიზეზი არ მქონდა თუ რატომ მინდოდა მონაწილეობის მიღება. უბრალოდ, შემთხვევით წავაწყდი ანკეტას და შევავსე, თან დარწმუნებული ვიყავი რომ არ დამიკავშირდებოდნენ.
    – ცხოვრებაშიც ასეთი ხალისიანი ხართ? საზოგადოების რეაქცია როგორი იყო?
    – ვფიქრობ უფრო მხიარული ვარ ცხოვრებაში,ვიდრე გადაცემაში, სულ მეცეკვება და მემღერება. მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა,რომლებმაც ასე თბილად მიმიღეს, დაწერეს არაჩვეულებრივი კომენტარები. რა თქმა უნდა, ნეგატიური კომენტარებიც წამოვიდა, მაგრამ ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია.
    – თქვენთვის ეს პირველი იყო, ხომ არ ნერვიულობდით?
    – დიახ, პირველად მივიღე მონაწილეობა მსგავსი სახის სატელევიზიო პროექტში. თავიდან ვნერვიულობდი, მერე კამერები გადამავიწყდა.
    – ისეთი არ არტისტული იყავით, მსახიობობაზე ხომ არ გიფიქრიათ?
    – კი. ყველა მეუბნება რომ ჩემგან კარგი მსახიობი შედგებოდა, ვფიქრობ ეს მშვენიერი ცხოვრება ძალიან გრძელია და ყველა ჩემს სურვილს განვახორციელებ.
    – რადგან სურვილებზე ჩამოაგდეთ საბარი გკითხავთ, რა სურვილები გაქვთ?
    – მყავდეს უამრავი ძაღლი, ოღონდ ისეთები კი არა,ყველას რომ უნდა და ძნელად შოულობენ, ის მიტოვებული და ყველასგან მივიწყებული ძაღლები,რომლებსაც ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლიათ. ასევე მაქვს სურვილი მყავდეს თეთრი კნუტები, რომ შევღებო და ფერადი ბეწვით ვასეირნო. რა თქმა უნდა, მსახიობობაც ერთ-ერთი სურვილია.
    – სოციალურ ქსელში ჰონორარზე წერდით და რას გულისხმობდით?
    – ზოგიერთმა ადამიანმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ რომ ეს იყო დადგმული, მე ვარ მსახიობი და რეიტინგის გამო გადამიხადეს ფული, რაც აბსურდია, ძალიან სასაცილოა!
    – თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვით, თქვენი გული დაკავებულია?
    – გადაცემის გასვლის შემდეგ განსაკუთრებით მომრავლდნენ. ჩემი გული კი დაკავებული არ არის.
    – სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
    – გავაგრძელებ სწავლას ჩემს უნივერსიტეტში,ზუსტად ისე როგორც გადაცემამდე. სხვა რა დამრჩენია.
    და ბოლოს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ხალხს ამხელა სიყვარულისთვის.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი