“მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ამ თემაზე საუბარი არის უზნეობა, როცა ცოცხალია პატრიარქი, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან. მე მოვიაზრებ (პატრიარქად) მთელ სინოდს, სინოდის ყველა წევრს, ჩემს გარდა. ვთვლი, რომ მე ამ უმძიმესი ტვირთის ტარებისთვის მზად არ ვარ, ასე ვთქვათ, ეს შეუძლებელია ჩემთვის,” – აცხადებს მეუფე დიმიტრი.
მიტროპოლიტის შეფასებით, პატრიარქი ეპოქალური პიროვნებაა.
“ერთი გვარის ადამიანებიდან პატრიარქი საკმარისია ეკლესიისათვის,” – ამბობს მეუფე დიმიტრი.
“ნეტგაზეთთან” ვრცელ ინტერვიუში მეუფე დიმიტრი საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, დეკანოზის მიმართ წაყენებულ ბრალზე, ასევე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ბრალდებებზე ლაპარაკობს.