„მინდა, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავწერო - კიდევ ერთხელ სირცხვილი ჩვენს „საზოგადოებას", რომ ვერ შექმენით „რუსთავი 2"-ზე რეიტინგული, ობიექტური, ძლიერი არხი, რომელიც თავისი ხარისხით მოუგებდა „რუსთავი 2"-ს. ყველას გეხებათ - ოლიგარქებს და ჟურნალისტებს, ბიზნესსა და მედიასპეციალისტებს, მაყურებელს და ვისაც პულტები გვიჭირავს ხელში. თქვენი ყველას ბრალია, რომ ეს სხვისთვის წართმეული და ათასი სიბინძურის მატარებელი, სკანდალებზე და უზრდელობაზე აგებული არხი ასეთი რეიტინგულია მაინც...
„პირველ არხს" 45 მილიონი წლიურად, „იმედი", „მაესტრო", „GDS", „კავკასია", „ერთსულოვნება", სხვები - ვერც ერთმა ვერ შექმენით ისეთი პროდუქტი, რომ ამ ტელევიზიას დღეს ალტერნატივა ჰქონდეს და თავისუფლების დროშას არ აფრიალებდეს მისი დირექტორი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სხვა არხის დარბევას აპრავებდა..." - წერს ჟვანია.