სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ფოთში მომხდარ ტრაგედიას გამოხმაურებები მოყვა. როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, სოფიო ქოიავას, რომელიც მეშვიდე სართულიდან გადმოხდა, თვითმკვლელობა რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა დაგეგმილი.
“ეს გოგო გუშინ გადმოფრინდა ფანჯრიდან. ვერ გადაარჩინეს… რამდენი დღის წინ ჰქონია გადაწყვეტილი”, – წერენ “ფეისბუქზე”.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ქოიავას შეყვარებული ჰყავდა, რომლის მამასაც ის არ მსოწონდა, ამიტომ ბიჭი სხვაზე დაინიშნა, რომელსაც ქორწილი დღეს უნდა ჰქონოდა.
გამოსამშვიდობებელი სტატუსი “ფეისბუქზე” თავად ქოიავამაც დაწერა. მან ყოფილ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც ვრცელი ტექსტი მიუძღვნა. როგორც ჩანს, მან შეყვარებულს ღალატი ვერ აპატია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფოთში, ჯუღაშვილის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 35 წლის ქალი გადახტა. ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო