საქართველოს ხელისუფლებამ დღეს საქართველოში „ჩამოათრია” ქიბარ ხალვაში, ის უკვე აქ იმყოფება და ელოდება მის სასარგებლო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს „იუდა“ უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს თავისუფალ სიტყვას მას არავინ გააჩერებინებს.
„მე მას მინდა ვუთხრა, ყველა დროის იუდას, ქიბარ ხალვაშო შენ, საქართველოს თავისუფალ სიტყვას, მის ევროინტეგრაციულ გზას, ივანიშვილის მონავ, არავინ არ გაგაჩერებინებს არც ერთ შემთხვევაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მხარდამჭერებს შეჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს და თავისუფალ სიტყვას შეინარჩუნებს.