ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ,,ნიკა გვარამია ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატია" - მამუკა მდინარაძე


    ნიკა გვარამია ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც ”რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის გათიშვის საკითხს გამოეხმაურა.

    ”გუშინ, სოციალურ ქსელში წამოსული ბუნებრივი პოზიციები ალბათ ასახავს იმ რეალობას, რაც ხდება სინამდვილეში. გვარამია არის ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატი. მას ალბათ ეგონა, რომ ვიღაც შევარდებოდა, ვიღაც გათიშავდა, ეს მოლოდინი არ გაუმართლდა და თვითონ გააკეთა ეს ყველაფერი. ამაზე მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთო. ჩანს ვისი სტილია პროვოკაციები, გათიშვები, ვისი სტილია ის, რომ რაღაც დესტაბილიზაციის ფონი შექმნას და ამით გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ადამიანების ფსიქოლოგიაზე, ეს არის ძალიან ცუდი”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    დეპუტატმა აღნიშნული კომენტარი ევროპარლამენტარ ანა გომეშთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე ”რუსთავი 2”-ის საქმით დაინტერესდა.

    ”მას ჰქონდა გარკვეული კითხვები. ჩვენ გარკვეული განმარტებები და ამბავი მოვუყევით ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზეც ჰქონდა კითხვები და ჩვენ ვუთხარით ჩვენი პოზიცია, რომ ადამიანების შრომითი უფლებები არ უნდა დაირღვეს და რეფორმა ისე უნდა განხორციელდეს. ეს მიდგომა მას ძალიან მოეწონა. ჩვენი პარტნიორი ევროპელები განსაკუთარებით მიესალმებიან ამ მიდგომას. მე ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა უნდა განვითარდეს და მაუწყებლის შემდგომი რეფორმირება ამ სტილში უნდა გაგრძელდეს”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
    სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. 
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი