"ნაციონალური მოძრაობის აქცია ეს აქცია იყო ჩვენიორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და სხვა პარტიებთან ერთადამას „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოუერთდა"-აღნიშნა პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას სასამართლო მთლიანადხელში აქვთ ჩაგდებული! თითო-ოროლა დამოუკიდებელი დაპატიოსანი მოსამართლე დარჩა, დანარჩენები იძულებულიარიან, ხელისუფლებას დაემორჩილონ. "ამ ფონზე თუმედიასაც ჩაიგდებენ ბოლომდე ხელში, მაშინ ჩვენ მივიღებთისეთ სიტუაციას, როდესაც სამართალს, უბრალოდ, ვერსადიპოვი! დღევანდელ ტენოლოგიურ პირობებში საბოლოოდვერ ჩაახშობ სიტყვის თავისუფლებას 21-ე საუკუნეში, თუმცააქ ერთი პრობლემაა - წვდომის ხარისხი მინიმალურია. ვინაიდან საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა დაინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება ყველას, შესაბამისად, ტელევიზიების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დღესტელევიზიებზე ამ ფორმით თავდასხმა სახელმწიფოს დაღუპვას ნიშნავს. არ არის თავისუფალი სიტყვა - არარის დემოკრატია! ეს აქციები იქნება პერმანენტული, იმის მიხედვით, როგორც მოითხოვს სიტუაცია. გარწმუნებთ, ერთჯერადი აქცია ნამდვილად არ იქნება. შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო, სადაც რვაპოლიტიკური პარტია და კიდევ რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა და ესკონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება"-განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, საკმაოდ ჭკვიანურად და გამიზნულად მოქმედებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ბიძინაივანიშვილია თვითონ ასეთი ჭკვიანი თუ მისი მრჩევლები, ეს უკვე საკითხავია. არეშიძის თქმით, ეს ადამიანიაკეთებს ერთ მნიშვნელოვან საქმეს - ყველა პატრიოტული, აღმატებული და სუფთა გრძნობა დაჰყავს კუჭამდედა ძალიან დაბალ პარაზიტულ სურვილებამდე."ჩვენ ვეღარ ვაზროვნებთ გულით, მით უმეტეს, ვერვაზროვნებთ თავით, მხოლოდ კუჭზე ვართ დასული! ეს კი კატასტროფული სიტუაციაა".
"სანამ კიდევ უფრო არ გაღრმავდება პროცესი, სანამ საშუალო ფენას ძალიან არ შეაწუხებს ეს ვითარება, ჯერკიდევ მოითმენს ამას ხალხი. დაიწყეს ბობოქრობა, არიქა, გვართმევენ ტელევიზიასო, მაგრამ მეორე დღესუკან იხევენ, იცით, ჩვენ კარგი შეხვედრები გვქონდა, იქნებ რამე გამოვიდეს. აი, ეს „იქნებ“ როგორც კიგაჟღერდება, იქ მთავრდება ყველაფერი! ამ ხალხმა ვერ შეიგნო, რომ არაფერიც არ იქნება! ახლა ამათთანშერიგება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. ყველაფერს დაკარგავენ, პირველ რიგში კი - დამოუკიდებელსახელმწიფოს. მხოლოდ დამოუკიდებლობას კი არ დავკარგავთ, დეზინტეგრაციის პროცესი დაიწყება! დაგვიქუცმაცებენ სახელმწიფოს!"- განაცხადა გამყრელიძემ
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა შემოუერთდა მათ ინიციატივას. ძნელია, ამაში ვინმე დაარწმუნო, მაგრამ რეალურად ასე იყო. მოდით, რა, მივიღოთ ფაქტად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დიდიოპოზიციური პარტიაა და დამთავრდა. დიდი ძალაა და რა ვქნათ, გავებუტოთ?! მე, როგორც ერთიინდივიდუალური პერსონა, ისე ვარ ამ ორგანიზაციაში შესული, არცერთ ძალას არ წარმოვადგენ. ჩვენმხოლოდ საზოგადოების ინტერესები გვამოძრავებს. მერე ეს პარტიები რას იზამენ, ეს ჩემი ინტერესებისსფეროში არ არის. ჩემი სურვილია, შევინარჩუნოთ სიტყვის თავისუფლება.
ოპოზიცია ცდილობს, სიტყვის თავისუფლების დაცვის სახელით საკუთარი ინტერესები გაატაროს, მაგრამჩვენ ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. უნდა შევძლოთ და გავმიჯნოთ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოთემები. ამ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება კარგავს თავის ძირითად დემოკრატიულმონაპოვარს - სიტყვის თავისუფლებას! მოქალაქეებმა საკუთარი თავისუფლება უნდა დაიცვან, პოლიტიზებასკი ყველამ თავი დაანებოს. პოლიტიკური პარტია გახლავთ ინსტრუმენტი საზოგადოების ხელში, რათა უკეთესიცხოვრების პირობები მიიღოს. ცუდია, თუ არ იცის ხალხმა ეს ყველაფერი. ამ პოლიტიკურ პარტიებსაც ხომჩვენ ვაფინანსებთ?! ბიუჯეტიდან ფინანსდებიან პოლიტიკური სუბიექტები, ბიუჯეტი კი საზოგადოებას ეკუთვნის. სამწუხაროდ, საქართველოში დაბალი პოლიტიკური კულტურაა. ხალხს ცოტა უცნაური წარმოდგენები აქვს"-აღნიშნა გამყრელიძემ.