სახალხო პარტიის წევრი გოგი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკმა“ კიდევ ერთი მსხვილი აქტივები შეიძინა და ირონიულად წერს: „გილოცავთ ჩემო კარგებო, სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის.. როგორც მითხრეს, კომპანია GWP-ი სს"საქართველოს ბანკს" უყიდია და ეხლა ჩვენი ონკანებიდან წყლის ნაცვლად 20 თეთრიანები წამოვა. გაიხარე, ჩვენო "ქართულო ოცნებავ" და მისო ხელისუფალო...გულისფანცქალით ველოდები, როდის იყიდის სს "საქართველოს ბანკი" შენის კურთხევით ჰაერს, რათა ჩასუნთქვისას ასე 10 კაპიკიდან 1 ლარამდე ჩავისუნთქოთ ხოლმე.. ცუდია, ამოსუნთქვისას 10-ლარიანი რომ ამოგვესუნთქება, მაგრამ მაგისთანებისთვის გაგვიძლია და წაგვიყრუებია, ჩემო ღრმად პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო? ბევრი ტაში და ბევრი ოვაცია და მადლობა ვის?“, წერს გოგი ლორთქიფანიძე. ბოლო დღეებში ეს უკვე კომერციულ ბანკთან დაკავშირებული მეორე სავარაუდო მსხვილი გარიგებაა, რომელსაც ექსპერტები ძალიან საშიშ ნაბიჯებს უწოდებენ. მათი თქმით, არც ერთ ქვეყანაში ბანკი არ ფლობს არაპროფილურ აქტივებს, რადგან ეს აზარალებს მთლიანად ეკონომიკას. ამ მოსაზრებას ეთანხმება თემურ ბასილია: „საქართველოს ბანკის“ აქტივები შეადგენს 9.2. მილიარდ ლარს, ანუ, 3.4 მილიარდ დოლარს; და, თან ეს ყველაფერი საქართველოშია. თუ, შეადარებ ამას ბიძინა ივანიშვილის აქტივებს, ნახავ, რომ ბევრად არ ჩამორჩება; თან მისი აქტივების უდიდესი ნაწილი საქართველოს გარეთ არის ... ანუ, საქართველოში ყველაზე დიდი აქტივების მფლობელი არის „საქართველოს ბანკი“ ... ანუ, მას ყველა ბერკეტი აქვს ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად, შანტაჟის ჩათვლით ... არ გეგონოთ, ახლა დავწერე ეს პირველად“, აცხადებს თემურ ბასილია. მან ამ თემაზე ახლახან ვრცელი ინტერვიუ მისცა „ბანკებს და ფინანსებს“.
წყარო