გარდერობში ძველი მაისურები ალბათ ყველას აქვს. ჩვეულებრივი კონტრასტული ფერის ქსოვილის დახმარებით, მათ ახალ სიცოცხლეს აჩუქებთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
– ძველი, ნებისმიერი ფერის მაისური
– მკვეთრი ფერის ქსოვილი
– ძაფები
– მაკრატელი
– ცარცი
მაისურს საყელო მოაჭერით.
მაისურზე შიდა მხრიდან ცარცით გული დახატეთ და ქსოვილი დაჭერით ისე, როგორც სურათზე ჩანს.
მიაკერეთ მკვეთრი ფერის ქსოვილი მაისურს.
ორიგინალურია!