ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ''გერმანიაში მოწამვლას'' სულ სხვა რეზონანსი ექნებოდა! - ნანა გაგუა

    ''გერმანიაში მოწამვლას'' სულ სხვა რეზონანსი ექნებოდა! - ნანა გაგუა
    „ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში ეხმაურება ბოლო დღეების ყველაზე სკანდალურ თემას: „ასე ვთქვათ, ''ციანიდის საქმის'' დრამატულობა და სირთულე, გარდა იმისა, რომ შეიძლება მას უმაღლესი საეკლესიო იერარქის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფა მოჰყოლოდა, დღეს არავინ საუბრობს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე:თუ დადასტურდა, რომ ყველაფერი სავარაუდოდ ისე იყო ''გათვლილი'', როგორც ეს გუშინ პროკურატურამ გვაცნობა და არსებობდა საფრთხე, რომ ციანიდით N-პიროვნების მოკვდინება შეიძლება მოჰყოლოდა, საითკენ მიდის დანაშაულის გეოგრაფიული კვალი?! საითკენ და გერმანიისკენ! საათივით აწყობილი, კანონებისა და წესრიგის მიხედვით უკიდურესად მისაბაძი ქვეყანისაკენ, სადაც ნებისმიერი, რიგითი ადამიანების დაცულობა უმაღლეს რანგია აყვანილი, ევროკავშირის ერთერთ ლიდერ სახელმწიფოსკენ.....და რა გამოვიდოდა, მართლაც რომ დაღუპულიყო რომელიმე უმაღლესი საეკლესიო იერარქი სწორედ გერმანიაში?! გამოვიდოდა ისე, რომ ამ უდიდესმა და უაღრესად მოწესრიგებულმა სახელმწიფომ ვერ(!) დაიცვა საქართველოს უმნიშვნელოვანესი პიროვნება, ან პიროვნებები!!!! და გერმანია ''თავისმართლების რეჟიმში'' უნდა ჩამდგარიყო, ხომ?! .... ხოდა, რისი თქმა მსურს: თუ ყველაფერი ისე უნდა მომხადრიყო, როგორც გუშინ გვამცნო პროკურატურამ და მოხერხდა გაწერილი დანაშაულის სწორედ რომ გერმანიაში აღსრულების აღკვეთა, დიდ საერთაშორისო სკანდალსაც ავცდენილვართ! და ეს ზუსტად იმ პერიოდში, როცა დღედღეზე ჩვენი ქვეყანა ევროპაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოლოდინშია!.... გარდა ''ციანიდით ადამიანის მიკვდინებისა'', საქართველო გერმანიასთან ''მწვავე დიალოგსაც'' აცდა!.... თუმცა, საბოლოო დასკვნისგან ამჯერად თავს შევიკავებ და კიდევ უფრო მეტ არგუმენტებს დაველოდები, რომელიც დამტკიცებს, რომ მართლაც უდიდესი საფრთხე ავიცილეთ, როგორც უმაღლესი იერარქიის სიცოცხლის ხელყოფის, ისე საერთაშორისო სკანდალის თვალსაზრისით!.... პოსტის პათოსი კიდევ ერთმა გარემოებამ განაპირობა: არაერთხელ წავაწყდი კომენტარს, სავარაუდო მკვლელი გერმანიაში რომ არ გადევნებოდა მსხვერპლს, რააა, აქ საქართველოში ვერ მოწამლავდაო?! არა, ბატონებო, არა! ''გერმანიაში მოწამვლას'' სულ სხვა რეზონანსი ექნებოდა!,“ წერს ნანა გაგუა.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი