ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დავით გუმბერიძე: გურამ რჩეულიშვილი დაბრუნდება იქ, სადაც პატიმრობის ცხრათვიან ვადას იხდიდა

    „ცენტრ პოინტის" საქმის „ბათუმის მაგნოლიას" ეპიზოდზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ გურამ რჩეულიშვილისთვის გირაოს შეფარდება და პასპორტის ჩამორთმევა იმის გამო მოითხოვა, რომ ბრალდებული მართლმსაჯულებას არ მიემალოს.

    პროკურორის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხეები, რომ ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი მართლმსაჯულებას დაემალება. თუმცა, პროკურატურა მიიჩნევს, რომ მისთვის შეფარდებული გირაო და გამოყენებული სხვა ღონისძიებები იქნება ბერკეტი, რათა მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონდეს.

    ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს გამოყენების თაობაზე და ასევე პასპორტისჩამორთმევის შესახებეს იქნება ბერკეტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბრალდებული არმიემალება მართლმსაჯულებასმიგვაჩნიარომ აღნიშნული საქმის არსებითი განხილვამალე დასრულდება და მიუხედავად ადვოკატების მცდელობისარომ საქმე მაქსიმალურადგაჭიანურებულიყოგურამ რჩეულიშვილი დაბრუნდება იქსადაც პატიმრობის ცხრათვიანვადას იხდიდა", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

    თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა, მას ასევე ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და საქართველოს პასპორტი.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი