geworld.ge-მ ეს ინფორმაცია სამი წლის წინ გამოაქვეყნა. დღეს ის ისევ გავრცელდა სოცილაურ ქსელში და არც თუ შემთხვევით. ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერი კახა მიქაია გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ანაკლიაში გამართული ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქციის მთავარი კოორდინატორი და სულისჩამდგმელი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე პეტრე იყო.მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინათ მეუფე პეტრე თურქეთში, დათა ახალაიასთან ჩავიდა და ამ ღონისძიების დეტალები მასთან შეათანხმა. "ეს უტყუარი ინფორმაციაა და მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით. მეუფე პეტრე ახალაიას მთავარი მხარდამჭერია. სამეგრელოში მას ხან შპს პეტრეს ეძახიან და ხან დონ პეტრეს",- აცხადებს კახა მიქაია და დასძენს, რომ ღონისძიებას დასწრებული ორი ათასამდე ადამიანთი მოტყუებული დარჩა. "ისინი ელოდებოდნენ, რომ თბილისიდან ცნობილი მომღერლები და "კომედი შოუს" მსახიობები ჩამოვიდოდნენ, მაგრამ როდესაც ხალხმა დაინახა, რომ კონცერტი კი არა, ბაჩო ახალაიას გმირად შერაცხვის ცერემონია მიმდინარეობდა, დიდმა უმრავლესობამ დემონსტრაციულად დატოვა ამფითეატრი",- აღნიშნა კახა მიქაიამ.