ტელეწამყვანი – მაია ასათიანის ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე მძიმე მდგომარეობაში, საფრანგეთის სავადმყოფოში იმყოფება. იგი იქ სასწავლებლად იყო წასული. ნუცას ზუსტი დიაგნოზი ჩვენთვის უცნობია, თუმცა გავრცელებული ჭორის მიხედვით გოგონს მენინგოკოქსემია შეეყარა, მაგრამ ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა და რეალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ასათიანი, სასწრაფოდ გაფრინდა საფრანგეთში, შვილთან. ფეისბუქის სტატუსად კი დაწერა: ილოცეთ ჩემი შვილისთვის! მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა და მოგვიანებით დაშორდნენ. მათ ერთი საერთო შვილი ნუცა მახვილაძე ჰყავთ, რომელიც დღეს საფრანგეთში სწავლობს. ირაკლი და მაია დიდი ხნის მანძილზე ერთად მუშაობდნენ, მაშინაც, როდესაც დაშორდნენ. ერთი პერიოდი კი ერთმანეთს ხმასაც არ სცემდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა, ნუცას გამო ყოფილ ცოლ-ქმარს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და პირადი ინტერესები გვერდზე გადადეს. ყოფილი წყვილი ცდილობს ტრადიცია არ დაარღვიოს და პირველ იანვარს ნუცასთან ერთად ატარებენ, ცდილობენ შვილს ოჯახური, საახალწლო გარემო შეუქმნან. ირაკლი ტელერეჟისორია, ხშირად უწევს მივლინებებში წასვლა და იქიდან დაბრუნებულს, ყოველთვის ჩამოაქვს საჩუქარი დადა-შვილისთვის. ორივენი თვლიან, რომ უკეთესი მეგობრები არიან, ვიდრე ცოლ-ქმარი… წარსულს არ ნანობენ, რადგან ნუცა ჰყავთ. წყარო http://fact2.ge