თუ სამზარეულოში დროის გატარება და ახალი, საინტერესო და გემრიელი კერძების მომზადება გიყვართ, ამ რამდენიმე ხრიკის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.
თუ კერძისთვის უმი ხახვი გჭირდებათ, ის ცოტა ხნით ცივ წყალში ჩადეთ. უსიამოვნო გემო გაქრება.
თუ ახალი ბოსტნეულისგან სალათას ამზადებთ, მას ჯერ მარილი მოაყარეთ და მხოლოდ შემდეგ დაამატეთ ზეთი.
იმისთვის, რომ ხორცის ტექსტურა კარგი იყოს და ის კარგად შეიწვას, მომზადების დაწყებამდე, ნაჭრებს სიმინდის სახამებლისგან და კვერცხის ცილისგან მომზადებული ნარევი დაასხით.
დესერტების გამოცხობის დროს, ცომში ცოტა მარილი დაამატეთ. მარილის ნახევარი ჩაის კოვზიც კი, სხვა ინგრედიენტების გემოს გაამძაფრებს.
სოუსებში შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩაის კოვზი არაქისის კარაქი, ან მდოგვი.
თუ არ იცით რა მოამზადოთ საუზმეზე, ხოლო ჩვეულებრივი მოხარშული კვერცხი ყველას მობეზრდა, ეს ხრიკი გამოგადგებათ. კვერცხი პატარა ქვაბში გატეხეთ, კარაქის მაგივრად წყალი დაამატეთ და ქვაბი, ან ტაფა კვერცხით ცეცხლზე დადგით- საინტერესოა.
კიდევ ერთი ხრიკი იდეალურად შემწვარი ხორცისთვის. უმი ხორცი ხელსახოცით გააშრეთ, მოაყარეთ მას მარილი და ტაფაზე გადაიტანეთ. ტაფა უკვე ცხელი უნდა იყოს.
კატლეტების ფარშში ცოტა საფანელი დაამატეთ.
ომლეტში ცოტა სიმინდის სახამებელი დაამატეთ- შედეგი გაგაოცებთ!
წყარო