ბლოგერმა გიორგი ბერეჯიანმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
„ყველას გთხოვთ, თუ რამე შანსი გაქვთ, წაიყვანეთ ბავშვები და წადით ამ ქვეყნიდან! ცოდოები არიან, მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?!
იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფალი იღებს პრემიებს, როცა იცის ის, რომ 80% მოსახლეობის ღატაკია, შეიძლება ცხოვრება?
რა შანსი აქვს განვითარებს სახელმწიფოს, რომელსაც კანონმდებელებად უზნეო მილიონერები უზით?
კაპიტალისტები, რომლებიც დანამატებს და პრემიებს იღებენ, "კანონშემოქმედებაში", იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილობენ!
უზნეობის ზეიმია, რაც უფრო უღირსია ადამიანი, უფრო კარგადაა მატერიალურად, ამის შემყურე ბავშვები რა უნდა გაიზარდონ?
სასამართლო არაა თავისუფალი!
პროკურატურა უღირსი დამნაშავეებით სავსე!
პოლიციაში დაუსჯელად მიდის ცემა დაკავებულების!
მთავარი პროკურორი ისაა, ვინც 11 წელი ტყულად ახეხინა ციხე ორ ადამიანს, აქედან ნახევარი ჯოჯოხეთში და არა ციხეში!
კანონი ჭაობში აგდია ნაცემ-ნაბეგვი, მის ადგილზე ნეპოტიზმია!“- წერს გიორგი ბერეჯიანი.
წყარო