ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    9 საშინელი შეცდომა, რომელსაც პირველადი დახმარების დროს უშვებთ

    რა არ უნდა გავაკეთოთ პირველადი დახმარების დროს?
    1.არასოდეს დაამუშავოთ ღია ჭრილობა იოდით ან ბრილიანტის მწვანით
    ეს სპირტის შემცველი ნივთიერებები, ღია ჭრილობაში წარმოქნიან ღრმა დამწვრობებს. ამ მეთოდით   დამუშავებული ჭრილობა დიდი ხნის განმავლობაში არ ხორცდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი, შესაძლოა დარჩეს ნაწიბურიც. იოდი და ბრილიანტის მწვანი შესაძლოა მსუბუქი ჭრილობების დროს გამოვიყენოთ.
    როგორ მოვიქცეთ?
    ჭრილობის დეზინფექციის დროს გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი ან ქლორგექსიდინი, ხოლო შემდეგ  დააფინეთ სტერილური მარლა.
    2.არასოდეს დაარტყათ ადამიანს ზურგზე, რომელსაც საკვები გადასცდა
    არ შეიძლება ზურგზე ხელის რტყმა, როცა ადამიანს საკვები ან რაიმე საგანი გადაცდება. ამ დროს საგანი შესაძლოა უფრო ღრმად ჩავარდეს და სასუნთქი გზები ბოლომდე გადაკეტოს.
    როგორ მოვიქცეთ?
    თუ რაიმე გადაქცდათ ოდნავე გადაიხარეთ წინ, გააკეთე რამდენიმე ამოსუნთქვა და შემდეგ ნელი ჩასუნთქვა.
    თუ ადამიანი იხრჩობა და სუნთქვის პრობლემები აქვს, ზურგით გადახარე იგი და კისრსის მიმართულებით ზურგზე გაუკეთე რამდენიმე ხელის სრიალით მოძრაობა, თითქოს რაღაცას ფერთხავ.
    3.არასოდეს წაისვათ ზეთი დამწვარ კანზე
    ზეთი თხელი ფენით ფარავს დამწვრობას, რის გამოც კანს ჟანგბადი აღარ მიეწოდება. ამის გამო დამწვრობა არ ხორცდება, ხოლო ტკივილი ძლიერდება. ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ პანტენოლი სპრეი სახით. ქაფი ფარავს ჭრილობას, მაგრამ არ ზღუდავს ჟანგბადის მიწოდებას.
    როგორ მოვიქცეთ?
    გააცივე დამწვარი ადგილი ან უბრალოდ მიუშვირეთ იგი ცივი წყლის ჭავლს. თუ დამწვრობა არ არის სერიოზული მიმართეთ ბებიების მეთოდს: დაზიანებულ ადგილზე წაუსვით სარეცხის საპონი. ტკივილი  და სიწითლე მალე გაივლის.
    კანის საფარის სერიოზული დამწვრობა გააციეთ წყლის ნაკადით, შემდეგ ჭრილობას დაადეთ სტერულური სახვევი და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
    4.არასოდეს დაიზილოთ მოყინული ადგილი
    ყინვაში ხანგრძლივი ყოფნის შედეგად, შესაძლებელია მოიყინოს სხეულის სხვადახვა ნაწილი, განსაკუთრებით კი თითი, ფეხი და ყური. ამ დროს ხშირად ადამიანი იზელს მოყინულ ადგილს, მაგრამ ეს არ არის რეკომენდირებული. მოყინვის შედეგად მიმდინარეობს სისხლძარღვების სპაზმი, შენელებულია სისხლის ცირკულაცია, ხოლო შემდეგ საერთოდ ჩერდება. შედეგად სისხლძარღვები თხელდება.
    როგორ მოვიქცეთ?
    ეცადეთ გათბეთ თბილ შენობაში. დალიეთ შაქრიანი ცხელი ჩაი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ალკოჰოლი.
    5.მაღალი სიცხის დროს არასოდეს ჩაიცვათ ბევრი ტანსაცმელი
    მაღალი ტემპერატურის დროს ირღვევა სითბოცირკულაცია. სხეულის და ოთახის განსხვავებული ტემპერატურის დროს, ადამიანს სცივა. ამის გამო, პაციენტს აქვს სიცივის შეგრძენბა. ავადმყოფი იცმევს საკმაოდ თბილად, რაც არ არის სწორი.
    თუ თქვენ მაღალი ტემპერატურის  დროს  შეიფუთებით, ისედაც ცხელი სხეული ვერ შეძლებს გაციებას და ტემპერატურა არ დაიწევს.
    როგორ მოვიქცეთ?
    ჩაიცვით თხლად, შუბლზე დაიფინეთ  სველი, გაწურული პირსახოცი და მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული სიცხის დამწევრი საშუელებები.
    6. არასოდეს გაითბოთ ცხვირი სურდოს დროს
    ცხვირის გათბობა ზიანის მომტანია სურდოს დროს. ის აორმაგებს ლორწოს გამოყოფას და აძლიერებს ანთებით პროცესს.
    როგორ მოვიქცეთ?
    ამ დროს აუცილებელია ხელი შეუწყოთ სისხლძაღვების შევიწროვებას. სწორედ ამისათვის იყენებენ სურდოს საწინააღმდეგო სპეციალურ წვეთებს.
    7.არასოდეს გამოიყენოთ კალიუმ პერმანგანატი (ე.წ. მარგანცოვკა)
    ყველამ იცის, რომ კალიუმ პერმანგანატი ანადგურებს მავნე ბაქტერიებს. ამასთანავე ის შეიცავს მიკროკრისტალებს, რომლებიც ბოლომდე იხსნება წყალში (ადუღების შემდეგ) და ვნებს ორგანიზმს. მისი გაზავების შემდეგ გამოიყენეთ ფილტრი, ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან  კრისტალმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის ქიმიური დამწვრობა.
    როგორ მოვიქცეთ?
    მოწამვლის დროს, უკეთესია გამოიყენოთ თანამედროვე საშუალებები.
    8.არასოდეს გადაწიოთ თავი უკან ცვირიდან სისხლდენის დროს
    ამ მეთოდით სისხლის დენა არ შეჩერდება, ის მხოლოდ შეცვლის მიმართულებას. სისხლის შესაძლოა ჩაიღვაროს ყელში და კუჭში.
    როგორ მოვიქცეთ?
    ცხვირიდან სისხლდენის დროს, გაასწორეთ ზურგი და თავი წინ გადახარეთ. ნესტოში მოვათავსოთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით გაჯერებული ბამბის ტამპონი. ასევე შეგვიძლია წარბებს შორის დავიდოთ ცივი ჩვარი.
    9.არასოდეს დაიდოთ თბილი საფენი ტრავმირებულ ადგილზე
    სხეულის დაზიანების დროს, ჩნდება შეშუპება. არ მიაკაროთ სითბო ტრავმირებულ ადგილს. ასეთი პროცედურა გააძლიერებს ტკივილს და შეშუპებას.
    როგორ მოვიქცეთ?
    ამ დროს შეეცადეთ არ იმოძრაოთ, დაიდეთ ტრავმირებულ ადგილზე ყინული და მიმართეთ ექიმს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი