მათთვის, ვისაც ხელსაქმე უყვარს, რთული არ უნდა იყოს ძველი ნივთებისთვის ახალი სულის შთაბერვა. თუ თქვენ სიამოვნებას იღებთ ჩხირკედელაობით და მშვენიერი ნივთების შექმნით, დარწმუნებული ვარ, ეს სტატიაც მოგეწონებათ. ჩვენ გთავაზობთ ძველი ჯინსების ახლებურად გამოყენების, რამდენიმე საინტერესო და ორიგინალურ იდეას!
1. შეგიძლიათ ძველი ჯინსები, ბლოკნოტის ყდად აქციოთ, თან ძალიან პრაქტიკულ ყდად.
2. რა სჯობს, საკუთარი ხელით დამზადებულ საყვარელ სათამაშოებს?
3. ამ ქვედაბოლოს დასამზადებლად თქვენ მხოლოდ, ნაჭრის ქვედაბოლო და ძველი ჯინსები გჭირდებათ.
4. არ მეგონა, თუ ძველი ჯინსებისგან ასეთი მშვენიერი ჩანთების დამზადება იყო შესაძლებელი.
5. დაამზადეთ ორიგინალური ორგანაიზერი ჯინსისგან. ეს ნებისმიერ პატარას მოეწონება.
6. არ გადააგდოთ ჯინსის ელვა, მათგან შეგიძლიათ მოდური სამაჯურების დამზადება.
7. ასევე შესაძლებელია, მშვენიერი ყელსაბამის დამზადება.
8. ესეც, მშვენიერი გადასაფარებელი თქვენი ლოგინისთვის.