თაფლიანი წყალის მრავალმხრივი სამკურნალო თვისებებით:
მუცლის შებერილობის დროს
ერთი ჭიქა თაფლიანი თბილი წყალი, დაგეხმარებათ მუცლის ტკივილისა და შებერილობისას. მისი მიღებისთანავე თავს კარგად იგრძნობთ.
აძლიერებს იმუნიტეტს
თაფლი შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ის აძლიერებს იმუნურ სისტემას. საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თაფლს ანტიბიოტიკური ეფექტი აქვს.
ორგანიზმის გამწმენდი
ყოველდღიური საკვებისგან, განსაკუთებულად კი ალკოჰოლის მიღებისგან, ჩვენ ვავსებთ ღვიძლს და ნაწლავებს სხვადახვა ტოქსინებით. ტოქსინებისგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალება თაფლიანი წყალია, რომელიც მცირე რაოდენობის ლიმონის წვენით უნდა დალიოთ. ლიმონი სწრაფად წმენდს ორგანიზმს.
ჯანმრთელი კანი
ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, თაფლი დაგეხმარებათ კანის გაწმენდაში. მისი არა მარტო მიღება, არამედ სახის ნიღების გაკეთებაც შესაძლებელია.
წონაში კლება
დიახ, თაფლი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, თუმცა ის ნატურალურია, რასაც ვერ ვიტყვით შოკოლადზე ან ნამცხვარზე. ნატურალური შაქარი ორგანიზმში შეამცირებს ტკბილი საკვების მოთხოვნილებას და დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში.
ყელის ტკივილის დროს
თაფლი ნატურალური ანტიბიოტიკია. ყელის ტკივილის დროს ერთ-ერთი ხალხური საშუალება თაფლიანი ჩაის მიღებაა.
ჰოლესტერინის შემცირება
თაფლში არსებული დიდი რაოდენობით შემცველი ანტიბიოტიკები, დაგეხმარებათ სისხლში მაღალი ჰოლესტერინის დროს.
გულის დაავადებების რისკის შემცირება
თაფლი იცავს ჩვენს გულს, ამცირებს ინფარქტის რისკს და სხვა გულ-სისხლძაღვთა დაავადებებს.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ დამღლელი სამუშაოს შემდეგ, თბილ წყალში გახსნილი თაფლი და ლიმონი დაგეხმარებათ განტვირთვასა და განწყობის გაუმჯობესებაში.