ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    10 ჩვევა, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეთ, რათა ზამთარში არ გაცივდეთ

    იმისათვის, რომ ზამთარში თავს კომფორტულად გრძნობდეთ, საკმარისია უარი თქვათ ჩვევებზე, რომლებიც იწვევს გაციებას და სურდოს.
    ცხვირის წვეთების მიღება სახლიდან გასვლამდე
    1
    სიცივეში სისხლძარღვები ვიწროვდება, თუ ჩვენ ხელოვნურად ცხვირში არსებულ ლორწოსგან გავთავისუფლდებით, ვერ შევძლებთ ორგანიზმის დაცვას მიკრობებისგან და ორგანიზმში მოხვედრილი ჰაერის გათბობას. სახლიდან გასვლამდე, უბრალოდ გაიწმინდეთ ცხვირი.
    ცივ ამინდში  პირით სუნთქვა
    2
    როდესაც თქვენ სუნთქავთ პირით, ფილტვებში მოხვედრილი ტენიანი ჰაერი ვერ ასწრებს  გათბობას, ამის შედეგად იზრდება ანგინის რისკი. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ავადმყოფობა უნდა ისუნთქოთ ცხვირით, ნელა და მსუბუქად.
    ცხვირზე და პირზე მოხვეული შარფი
    3
    ყინვის დროს, ქსოვილზე ამოსუნთქული ჰაერი გადაიქცევა ყინულად. ჰაერი, რომელიც ქსოვილიდან აღწევს კიდევ უფრო ცივია. ამან შესაძლოა  გამოიწვიოს ანგინა, ბრონქიტი ან კანის გაღიზიანება.
    ყინვის დროს გაიქცე სახლში
    4
    კიდურების მოყინვის პირველივე სიმპტომებისთანავე საუკეთესო გამოსავალია გასათბობად რამდენიმე წუთი   შეხვიდეთ  ახლომდებარე დაწესებულებაში. მაგალითად, აფთიაქში, მაღაზიაში, კაფეში და ა.შ. ხოლო შემდეგ განაგრძო გზა. ამ მეთოდით, თავს დააღწევთ კიდურების მოყინვას.
    ვიწრო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
    5
    ისევე როგორც ტანზე მომჯდარი ტანსაცმელი, მჭიდროდ მომდგარი ფეხსაცმელიც სწრაფად გაგიყინავთ ფეხის თითებს. თუ შეარჩევთ თავისუფალ ტანსაცმელს, მისი ფენები დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს სითბოს.
    დალიეთ ცხელი სითხე სახლიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე
    6
    ცხელი ჩაი აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ორგანიზმის დამცავს ძალას, ამასთანავე აფართოებს სისხლძარღვებს. ეს ნიშნავს, რომ სახლიდან გარეთ გასვლისას  სხეულის ბუნებრივ სითბოს კარგავთ. თუ ძალიან გინდათ სითხის მიღება, უბრალოდ დალიეთ წყალი ან ნებისმიერი თბილი სასმელი. მოერიდეთ ცხელს.
    ყინვის დროს შიმშილი
    7
    ორგანიზმს სითბოს გამოყოფისთვის სჭირდება ენერგია, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად გავიყინებით. ამიტომ, როგორც კი შიმშილს იგრძნობთ, აუცილებლად მიირთვით მცირე საკვები მაინც ან დალიეთ თბილი ჩაი, თბილ შენობაში.
    ნიღბის ან კრემის წასმა სახლიდან გასვლამდე
    8
    კრემის წასმის შემდეგ პირველი 30-40 წუთის განმავლობაში გამოიყოფა წყალი , რასაც  ყინვის დროს კანის დაზიანება და გაყინვა მოჰყვება. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალია სახლიდან გასვლამდე 40 წუთით ადრე გამოიყენოთ კრემი ან მისი შემადგენლობა წყლის გარეშე იყოს.
    ალკოჰოლით გათბობა ქუჩაში
    9
    სიცივეში ალკოჰოლის მიღების დროს თავს კარგად იგრძნობთ პირველი 30-40 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ სითბო გადავა ყინვაში. ტვინმა შესაძლოა ვერ მოახდინოს ადეკვატური რეაგირება, ამიტომ სპირტიანი სასმელი სიცივის დროს  შენობაში დალიეთ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი