ოცნების ხელისუფლების რბილმა პოლიტიკამ და რუსეთისადმი ლოიალობამ ოკუპაციას კანონის გაუქმებაზე ხმამაღალმა საუბრებმა რუსეთის მოთხოვნები ბევრად უფრო მასშტაბური გახადა. „ქრონიკა+“ ის წყაროს ინფორმაციით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის თემა იქნება და მძაფრი დისკუსია სწორედ ქვეყნის ტერიტორიული ერთეულების სტატუსის ირგვლივ გაიმართება. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, რუსეთის საბოლოო მოთხოვნა აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებაა, მაგრამ რა კი საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს მცირე საპროტესტო მუხტი ხელისუფლება პირდაპირ ამ დათმობაზე ვერ მიდის. სწორედ ამიტომ განიხილება საკონსტიტუციო კომისიის მიერ ე.წ. რბილი ვარიანტის შემოთავაზება, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი გაჩნდეს აფხაზეთის კონფედერაციის თაობაზე. ეს იქნება ერთგვარი ტესტი და თუ პოლიტიკური ძალები და საზოგადოება ამ ე.წ. რბილ ვარიანტს გაატარებს ამის შემდეგ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე დაიწყება საუბარი. გარკვეული მუშაობა აფხაზეთის კონფედერაციის საკითხის დასმის წინ ფონის შესაქმნელად უკვე მიმდინარეობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დევნილთა რიცხვის შემცირებაც. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტყუილად არ დაიწყო საუბარი დევნილებისთვის 45 ლარიანი შემწეობის მოხსნის შესახებ.
წყარო: „ქრონიკა+“