დღეს, საღამოს, გორის სოფლებში ძლიერი ჭექა-ქუხილი დაფიქსირდა. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვარიანში მცხოვრებმა თემო კერესელიძემ გადაიღო. ნალექს წინ ძლიერი ქარი უძღოდა. ქალაქ გორში გარეგანათება რამდენიმე ადგილას გამოირთო. შავშვები-გორის მონაკვეთზე ჩაბნელდა ავტობანიც. ინტენსიური წვიმა და ქარი დასავლეთ საქართველოდან წამოსულმა ნოტიო ჰაერმა გამოიწვია.
timesnews.ge
timesnews.ge