ბათუმში გაუჩინარებული 13 წლის გოგონა ოჯახის წევრებს დაუბრუნდა. ანასტასია ტონოკანიანს 24-საათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და პოლიციელებმა იგი ბათუმში იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია ტონოკანიანი სახლიდან გუშინ დღის 12 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ოჯახმა პოლიციას დღეს მიმართა. მოზარდს მამა 8 წლის წინ, დედა კი 4 წლის წინ დაეღუპა. ის ქალაქ ბათუმში ბებია-ბაბუასა და ბიძასთან ერთად ცხოვრობს.
წყარო