ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    კახეთში 5 ტრილიონი კუბამეტრი გაზი აღმოჩნდა

    კახეთის სამხრეთში 5,3 ტრილიონი კუბამეტრი ბუნებრივი აირი აღმოჩნდა, რაც რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მარაგების 15%–ს შეადგენს. ამის შესახებ ამერიკული კომპანია «Frontera Resources»-ის  ხელმძღვანელმა სტივ ნიკანდროსმა განაცხადა, – იუწყება «Rambler News Service».
    მისივე თქმით, ეს მარაგები ბაზარზე 10 წლის განმავლობაში გაიყიდება და გაზის მიწოდებაში თამაშის წესებს შეცვლის. უახლოესი 5 წლის განმავლოვბაში კომპანია გაზის ექსპორტის დაწყებას გეგმავს. მას სავარაუდოდ, თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეისყიდიან.
    ცნობისთვის: 2015 წელს ამერიკული «Frontera Resources» აცხადებდა, რომ კახეთის საბადოში 3,8 ტრილიონი კუბამეტრი გაზი იყო.
    გასულ წელს კომოანიამ უკრაინულ «Нафтогаз”-თან შეთანხმება გააფორმა მისი ობიექტებიდან საქართველოში თხევადი აირის მიწოდების თაობაზე.
    «Frontera Resources» ნავთობისა და გაზის ამერიკული კომპანიაა, რომელიც ნახშირწყალბადების ძიება–მოპოვებითაა დაკავებული. საქართველოში მუშაობა მან 2014 წლის აპრილში დაიწყო.
    ამჟამად საქართველო გაზის იმპორტს აზერბაიჯანიდან ახორციელებს და სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტიდან 10%–ს იღებს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი