ლაგოდეხში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლის მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა ქალაქთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ეკლესიასთან მოხდა.
ახალგაზრდას შემავალი ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათთან შეტყობინება დვიან ღამით საავადმყოფოდან შევიდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიენაბ სისხლის სამართლის კდოექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.