ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მიხეილ სააკაშვილი: ორი ფოტოსურათი, რომელთა შორის სხვაობა 23 წელია (ფოტო)

    ორი ფოტოსურათი, რომელთა შორის სხვაობა 23 წელია. როგორ სწრაფად გადის დრო. 23 წლის წინ, მე მქონდა გამოსაშვები საღამო კოლუმბიის უნივერსიტეტში, ხოლო დღეს ვესწრებოდი ჩემი ვაჟის, ედუარდის გამოსაშვებ საღამოს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მისი დიპლომი უმაღლესად წარჩინებულია. 380-დან მხოლოდ 7-მა სტუდენტმა შეძლო, ამ მეტად პრესტიჟულ სასწავლებელში ასეთი წარმატებისთვის მიეღწია. ასე, რომ ღირს ამის აღნიშვნა. 
    რამდენიმე დღეში ედუარდი შეუდგება ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოში (National public radio) - ამერიკის ყველაზე დიდ რადიოსადგურში, სადაც იგი გაუძღვება გადაცემებს კვირაში ორჯერ.
    წერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე და აქვეყნებს შესაბამის ფოტოებს, რომელთა შორის განსხვავება 23 წელია.

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი