ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    თქვენ დროს იყო 300 000 პატიმარი! 45 000 პატიმარი ხომ იყო? არა? 25 000 ხომ იყო!

    სხვადასხვა ეთერებში ქოცები წარა–მარა წამოაძახებენ ხოლმე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს:
    – თქვენ დროს იყო 300 000 პატიმარი!
    ეკითხები: აბა, რას ამბობთ? მაგდენ პატიმარს იტევდა ჩვენი ციხეები?
    გპასუხობენ – კარგით, 45 000 პატიმარი ხომ იყო?
    ეუბნები: არა, რას ამბობთ? რა 45 000?
    პასუხი: 25 000 ხომ იყო!!
    –––––––––––––––––––––––––
    ცნობისათვის: 2012 წლის ბოლოს საქართველოს საპატიმროებში იმყოფებოდა 21425 პატიმარი. და არა 25 000, ან 45 000 ან 300 000. არ ვამბობ, რომ 21425 ცოტა იყო საქართველოსთვის, მაგრამ უნდა დავიცვათ სიზუსტე.
    რაც შეეხება ამ მოარულ 300 000 –ს, რაც ბიძინა ივანიშვილმა ახსენა ერთხელ და მერე მთელმა ქოცებმა აიტაცეს, პრობაციონრებს გულისხმობენ და ისინი ციხის პატიმრებში გაყავთ, თან გამოგონილი მაჩვენებლით.
    2004 –2012 წლებში ( ჯამში, ერთობლიობაში) უნდა ყოფილიყო დაახლოებით 150 000 პრობაციონერი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტერმინით ( "პრობაციონერი") ხშირად პირობითი მსჯავრითა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები მოიხსენიებიან.

    ეკა წამალაშვილი

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი