ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ,,სამარცხვინო მასკარადი... თავმჯდომარე გაიქცა“ - ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

    ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, სადაც თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, ფაქტობრივად ჩაშლილია.
    როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სხდომა ხმაურისა და შეძახილების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ შეხვედრა მოულოდნელად დატოვა.
    როგორც „ნიუპოსტთან“ ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ანი წითლიძემ განუცხადა, საკრებულოს თავმჯდომარე დირექტივებს მმართველი პოლიტიკური პარტიისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იღებს.
    „სხდომა ჩაშლილია, საკრებულოს თაბმჯდომარე გაიქცა. ამ წუთებში ოპოზიცია და უმრავლესობის წარმომადგენლები ერთობლივად ვეძებთ. მან კენჭისყრაზე საკითხი ვერ დააყენა, შესაბამისად კენჭისყრა თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხზე არ დამდგარა. მას აქვს ორი არჩევანი, ან ისინი დარჩებიან, ბიძინას მონებად, და ქალაქს ჩამოერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ან ოდნავ მაინც ეყოფათ ღირსება და არ დაუშვებენ ამას. საქმეში სუსთან ერთად ჩარეულია სამხარეო პლიცია, საქმეში გუბენატორის ადმინისტრაციაც ჩართულია და ჩაკეტილ ოთახში მყოფ საკრებულოს თავმჯდომარეზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მან გააგრძელოს სხდომა და რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს საკითხი მაინც დააყენოს“- განუცხადა „ნიუპოსტს“ წითლიძემ.
    ხელისუფლებისგან ზეწოლაზე საუბრაობს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბათლომე შელია. მისი თქმით, შეროზიამ საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლო.
    „მაშინ როდესაც საზოგადოების წარმომადგენლები აფიქსირებდნენ პოზიციას, თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის ირგვლივ, მან საკუთარ თავზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა გამოეცხადებინა კენჭისყრა, ეტყობა ზემოდან ჰქონდა დირექტივა და გაიქცა საკრებულოს სხდომიდან. აქ ვართ შეკრებილები და ველოდებით, როდის მობრძანდება ქალბატონი თავმჯდომარე. ეს იყო სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო მასკარადი. მათ თავი ვერ მოაბეს თვითმმართველობებს და ახლა კიდევ უფრო უკან ხევენ ყველაფერს“- აღნიშნა შელიამ.
    ამ დრომდე უცნობია განახლდება თუ არა სხდომა.

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი