ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ლაშა ჟვანია: ისრაელში საქართველოს მოქალაქეებზე კონტროლი იმიტომაა გამკაცრებული, რომ...

    ბოლო დროს ისრაელში ჩასული ქართველების უმრავლესობას წმინდა მიწაზე არ უშვებენ, რამდენიმე დღით აპატიმრებენ და მერე უკან აბრუნებენ. ტურისტული სააგენტოები ჩივიან, რომ უვიზო მიმოსვლამ უფრო მეტი პრობლემა შექმნა, ვიდრე მანამდე იყო. ამ თემასთან დაკავშირებით პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ „სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა.

    „ჩვენი ტურისტული კომპანია მაქსიმალურად ფილტრავს თითოეულ წამსვლელს. წლებია, მხოლოდ ტურისტული მიზნით ჩაგვყავს იქ ადამიანები და დათქმულ დროს ჩამოგვყავს. კონსულად ვარ ნამუშევარი და პასპორტს რომ ჩავხედავ, ვიცი, რაც მოხდება. სასულიერო პირები უწევენ ხოლმე რეკომენდაციას. როგორც წესი, გაფილტრულ ჯგუფებს ვუშვებთ და სანერვიულო არაფერი გვაქვს. ხარჯი დიდი გვაქვს, მაგრამ ჩვენი რეპუტაცია მნიშვნელოვანია. როცა გარანტიას აძლევ, რომ შენ მიერ შეყვანილი ხალხი უკლებლივ გამოვა ქვეყნიდან, პრობლემა აღარ არის. საქართველოს მოქალაქეებზე კონტროლი იმიტომაა გამკაცრებული, რომ ტურისტად ჩასული ადამიანების 35% იქ დარჩა და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.


    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი