"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი რუსული პროპაგნდის თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"ყველას გვახსოვს, საბჭოთა ეპოქაში, აღდგომის წინა დღეებში სპეციალურად აჩვენებდნენ მხატვრულ ფილმებს, რომ მრევლი წირვას არ დასწრებოდა. ათეისტურ-კომუნისტური ტრადიცია გრძელდება. ამჯერად, საბჭოთა რუსთავი 2-ი, აღდგომის წინ... წითელი პარასკევის ღამეს სპეციალურად "აგდებს" ვითომ რუსული პროპაგანდის თემას... და მაგ. მე... რომელიც ამ დღეებში ჩუმად ვარ... იძულებული ვხდები, - გავიხსენო არც მეტი-არც ნაკლები... ლევან ბერძენიშვილი. გავბრაზდე მასზე და ვუპასუხო.
საბჭოთა რუსთავი - 2-ო, მე ბატონ ლევანს არ ვუპასუხებ და არც შეურაცხყოფას მივაყენებ. პოლიტიკურ მიცვალებულებს, როგორც წესი, სამგლოვიარო გვირგვინს უგზავნიან. ისე, კი ეკუთვნის ერთი გვირგვინი ჩემგან, წარწერით:"მშვიდობით, ლეო! ",-წერს ირმა ინაშვილი.