აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე, დღეს, 21:00 საათიდან 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, - ამის შესახებ აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორმა რუსუდან დიასამიძემ განაცხადა.
„ჩვეულებრივი, 4-5 ბალიანი შტორმია, არაფერია საგანგაშო. დღევანდელი დღის 21:00 საათიდან ხვალინდელი დღის, ამავე დრომდე უამინდობაა მოსალოდნელი - გაწვიმდება და ზვავსაშიშროებაა მთაში. კვირიდან კი გამოიდარებს“, - განაცხადა რუსუდან დიასამიძემ.